fbpx




8 მაისი 2 წუთში წასაკითხი

რით განსხვავდება კრიპტო მონეტები ჟეტონებისგან?

ბოლო ორი წლის განმავლობაში კრიპტოვალუტის ინდუსტრიის განსაცვიფრებელმა ზრდამ გამოიწვია როგორც ინვესტორების, ასევე დაინტერესებული ადამიანების ზრდა.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა დაინახა ფულის გამომუშავების მომგებიანი შესაძლებლობა შედარებით მოკლე დროში, სხვებმა მოთმინება გამოიჩინეს და მიჰყვნენ ბიზნესის უფრო სიღრმისეულ შესწავლას. ის როგორც ახალი ინდუსტრია,  მოიცავს ციფრული აქტივების უამრავ ახალ ტერმინს.

მაგალითად ბევრს სჯერა, რომ კრიპტო მონეტები და ჟეტონები ერთი და იგივეა, თუმცა ასე არ არის. საბაზისო დონეზე, ყველა მონეტა ითვლება ჟტონად, მაგრამ ყველა ჟეტონი არ ითვლება კრიპტო მონეტად.

რას ნიშნავს ეს და რა ფაქტორები განსაზღვრავს რომელი რომელია? ვაჭრობის დამწყებთათვის, კრიპტო დაგეხმარებათ მონეტისა და ჟეტონის გარჩევაში. აქ ძირითადი განსხვავებებია:

– მონეტა, როგორც წესი, არის ბლოკჩეინის მშობლიური ნაწილი და გამოიყენება ვალუტის ვაჭრობისა და ღირებულების შესანახად. ჟეტონი მსგავსია, მაგრამ ის სხვა მონეტის ბლოკჩეინს იყენებს. მაგალითად Ethereum ბლოკჩეინი, მისი მშობლიური მონეტა არის ეთერი, თუმცა რამდენიმე სხვა ნიშანი, როგორიცაა BAT და Loopring ამავე ბლოკჩეინზე მუშაობს. 

– მონეტები თანხის გაცვლის მედიალურ საშუალებას წარმოადგენს. ჟეტონები მეორეს მხრივ, წარმოადგენს აქტივს, რომელიც  შეიძლება შენახული იყოს ღირებულებისთვის, აჭრობისთვის ან ფსონის პროცენტის მოსაპოვებლად. ჟეტონების რამდენიმე მაგალითია- Uniswap, Chainlink და Polygon.

კრიპტო მონეტების ტრანზაქციებს მართავს ბლოკჩეინი, ხოლო ჟეტონები ეყრდნობა ჭკვიან კონტრაქტებს ვაჭრობისთვის.

– როდესაც ჟეტონი იხარჯება, ის ერთი ადგილიდან მეორეზე გადადის. მაგალითად, NFT-ები ერთ-ერთი ელემენტია, ამდენად მფლობელობის ცვლილება ხელით უნდა დამუშავდეს. ხოლო მონეტის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა არ არის საჭირო, რადგან ყველა ტრანზაქცია აღირიცხება ბლოკჩეინზე.

– მარტივად რომ ვთქვათ, ჟეტონი წარმოადგენს იმას, რასაც ადამიანი ფლობს, ხოლო მონეტა აღნიშნავს იმას, რისი ფლობაც შეუძლია. 

   ყველას, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუყენებია ჟეტონი, თუნდაც სხვა ფორმით,  მაგალითად, თქვენი მანქანის სერია, რომელსაც სხვა ადამიანს გადასცემთ მფლობელობაში, როდესაც მანქანას ყიდით და იცით, რომ ამ ნომერს ვეღარ შეიძენთ. 

მსგავსი სიახლეები