fbpx




6 ივნისი 6 წუთში წასაკითხი

როგორ გავხდეთ ინტერიერის დიზაინერი

 ამ მომენტისთვის ინტერიერის დიზაინერობა ძალიან საინტერესო კარიერული არჩევანია. ხოლო, პასუხი, თუ რატომ,კი ძალიან მარტივი.

თუ გაინტერესებს დიზაინი და შეგიძლია სივრცის სილამაზის აღქმა, მაშინ ეს სფერო საუკეთესო ვარიანტია თქვენი შემოქმედებითი კუნთებისა და მხატვრული შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.

მაგრამ, როგორ უნდა გახდე პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერი?

 ეს პროცესი, არც ისეთი მარტივია, როგორც ერთ მშენიერ დღეს გაღვიძება და გადაწყვეტილების მიღება, რომ ინტერიერის დიზაინი, ის საქმეა, რის გაკეთებასაც აპირებ.  საჭიროა გაიარო ტრენინგი ან გქონდეს საკმარისი სამუშაო გამოცდილება. თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა რა გზით გახდები ინტერიერის დიზაინერი, აირჩევ ტრადიციულ გზას თუ ვარიანტ B ან C-ს, თქვენ მაინც შეძლებთ სასრუველი შედეგის მიღწევას და ოცნების კარიერის აწყობას.

ამ პოსტში ჩვენ ვისაუბრებთ  თუ როგორ გავხდეთ ინტერიერის დიზაინერი, მაგრამ პირველ რიგში, განვიხილოთ შემდეგი..

ვინ არის ინტერიერის დიზაინერი?

  ინტერიერის დიზაინერი არის ადამიანი, რომელიც მუშაობს არქიტექტურასა და შიდა სივრცეზე.პასუხისმგებელია გეგმების შემუშავებაზე, იკვლევს და კოორდინაციას უწევს პროექტების წარმართვას. მათი ყურადღება სივრცის დაგეგმვაზე არის მიმართული, და ამავდროულად ისინი ქმნიან შეკრულ და ესთეტიურად სასიამოვნო დიზაინის იდეებს, როგორც სახლებისთვის, ასევე ბიზნესისთვისაც. როგორც ინტერიერის დიზაინერს, შეგიძლიათ ფოკუსირდეთ, დიზაინის კონკრეტულ სფეროში სპეციალიზაციაზე, იქნება ეს საცხოვრებელი ინტერიერის დიზაინი, კომერციული, გარემოსდაცვითი, თუ მრავალი სხვა.

რისი გაკეთება ევალება ინტერიერის დიზაინერს?

 ინტერიერის დიზაინერი პასუხისმგებელია უამრავ დიზაინის ელემენტებზე, რომელიც მოიცავს: 

  • კლიენტის საჭიროებების, მიზნების ფართის და სასურველი პროექტისთვის ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის მოსმენა.
  • ქმნის განლაგების დახატულ დიზაინის გეგმას,იმის  გათვალისწინებით, თუ რამდენი ადამიანი გამოიყენებს სივრცეს.
  • იყენებს კომპიუტერულ პროგრამას დიზაინის გეგმების დასასრულებლად.
  • ითვლის სავარაუდო ხარჯებს პროექტებისთვის.
  • ქმნის პროექტებს და მისი დასრულების ვადებს.
  • აქვს პირისპირ შეხვედრები კლიენტებთან,რათა მათი კმაყოფილება უზრუნველყოს.
  • ეძებს პოტენციურ კლიენტს და სთავაზობს ახალ პროექტებს.

ინტერიერის დიზაინერი და ინტერიერის დეკორატორი ერთი და იგივეა, არა?

არა. სინამვდვილეში, ინტერიერის დეკორატორი სრულიად განსხვავდება ინტერიერის დიზაინერისგან.

მთავარი განსხვავება კი განათლებაა: იმისათვის, რომ ინტერიერის დიზაინერი გახდე,და ამ სფეროში მუშაობა დაიწყო  დიდი ალბათობით დაგჭირდება  ბაკალავრის ხარისხის მიღება, აკრედიტირებული დაწესებულებიდან ან ინტერიერის დიზაინის სკოლიდან.

განსხვავებით ინტერიერის დეკორატორისა,რომელიც ყველას შეუძლია გახდეს.

ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა,ყოფილხართ თუ არა ინტერიერის დეკორატორების სკოლაში, მიგიღიათ თუ არა ამ სფეროში განათლება ან გაგივლიათ თუ არა ტრენინგი. მთავარია, უბრალოდ გსიამოვნებდეთ ფერებთან და ქსოვილებთან თამაში. შეგიძლიათ დაამზადოთ რამდენიმე სავიზიტო ბარათი და თავი ინტერიერის დეკორატორად გამოაცხადოთ, ამიასთვის ლიცენზირების არანაირი მოთხოვნილება არ არსებობს.

გარდა ამისა, სანამ ინტერიერის დეკორატორი უბრალოდ აფორმებს სივრცეს, ამ დროს ინტერიერის დიზაინერი ბევრად ღრმა პროცესებს გადის.

ის აპროექტებს და ქმნის, როგორც საცხოვრებელ, ასევე სამუშაო სივრცეებს, სხვა მრავალ სამშენებლო პროექტებთან ერთად.ეს შეიძლება იყოს, სახლები და ბინები, კორპორატიული ოფისები, თეატრები და სხვა. ამის გარდა, არსებობს სხვა მრავალი პროფესია, რომელიც შეიძლება ინტერიერის დიზაინერს ქონდეს.

 საქმე მოითხოვს კრეატიულობას, დამოუკიდებლად მუშაობის უნარს, საჭიროა კარგი თვალის და ყურის ქონა,რომ კლიენტების საჭიროებების მოსმენასთან ერთად, მათი სიცოცხლეში განხორციელებაც შეძლოს.

თქვენ, კი პროექტის დასაწყისსა და დასასრულს თავიდან ბოლომდე ზედამხედველობთ.

 მიუხედავად ამისა, სულაც არ არის ცუდი, რომ ინტერიერის დეკორატორს ნაკლები შრომა სჭირდება, და ეს საერთოდაც არ ნიშნავს იმას, რომ ინტერიერის დიზაინერს, რაიმე დამატებით, შრომატევადი საქმის გაკეთება უწევს.

მაგრამ,საჭიროა ვიცოდეთ თუ რა სახის ტრენინგია საჭირო, ინტერიერის დიზაინს შესასწავლად?

ერთ-ერთი გზაა  ბაკალავრის ხარისხი ინტერიერის დიზაინში.

 ინტერიერის დიზაინერები უნდა იყვნენ კრეატიულები, ტექნიკურად მოაზროვნეები და ასე თუ ისე ბიზნესში ჩახედულები, რომ წარმატებას მართლა მიაღწიონ.

  ამ უნარების გამოსამუშავებელი ტრადიციული გზა გახლავთ ბაკალავრიატის პროგრამა უნივერსიტეტში ან კოლეჯში.

 თუ ტრადიციული სასწავლო გზა თქვენთვის არ არის, მრავალი ინტერიერის დიზაინის სკოლა ონლაინ კურსების შესაძლებლობას გთავაზობთ. ეს საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვისაც სწავლის გაგრძელება მუშაობის პარალელურად სურს.

მაღალი ხარისხის პროგრამებს აქვთ სტაჟირება, რომელიც პროფესიული პორთფოლიოს შემქნისთვის დაგემხარებათ, რომელიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თქვენი ხარისხი. 

შექმენით ძლიერი პორთფოლიო

ძლიერი პორთფოლიოს შექმნა საუკეთესო გზაა, რომ კლიენტებისთვის უფრო მიმზდიველად იქცე.არ აქვს მნიშნელობა რომელი სამაგისტრო პროფრამა გაქვს არჩეული. პროგრამის ნაწილს აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს მყარი პორთფოლიოს შექმნა უნარებისა და დიზაინის იდეების წარმოსაჩენად.

 პორთფოლიოს შესაქმნელად საჭირო იქნება, თქვენი ნამუშევრებისთვის გადაღებული მაღალი ხარისხის ფოტოები, რომლებსაც ლამაზად გააერთიანებთ და თქვენს ვებსაიტზე ატვირთავთ.

კლიენტებს ეს საშუალებას მისცემს, რომ უკეთ შეიტყონ თქვენი კარგად ორგანიზებული უნარებისა და პრეზენტატულობის შესახებ. ასევე კარგი იქნება თუ შეიყვანთ პროექტის რამდენიმე მაგალითს, რომლებიც კლიენტებს შეგიძლიათ აჩვენოთ ესკიზის დაწყებიდან დასრულებამდე, რათა თქვენი სამუშო პროცესის შესახებ უფრო ნათელი წარმოდგენა ჰქონდეთ, აუცილებელია თქვენი პორთფოლიოს განახლება.

ციფრული პორთფოლიო თქვენი ნამუშევრების წარმოჩენის საუკეთესო გზაა

სტაჟირება შესანიშნავი გზა გახლავთ პორთფოლიოს შესაქმნელად და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. 

შეიძლება სულელურად ჟღერდეს, რადგან ცხადია თქვენი მიზანი,შესრულებული სამუშოსთვის ფულის გამომუშავებაა, თუმცა გამოცდილების გარეშე ამის განხორციელება რთულია. ამიტომ ზოგჯერ შეიძლება  მოგიწიოთ  უფასო პრაქტიკა, იქნება ეს მოხალისეობა, ოჯახის წევრებისა თუ მეგორების დახმარება და სხვა. ეს კი მოგამზადებთ ანაზღაურებად სამუშაოზე გადასასვლელად და განგივითარებთ პროფესიულ ხედვას.

იპოვე ინტერიერის დიზაინის სამუშაო ან დაიწყე მუშაობა შენი თავისთვის.

თუ გსურთ ინტერიერის დიზაინის სრულყოფილი შესწავლა გაეცანი Digital Bus Academy – ს სილაბუსს და შემოგვიერთდი კურსზე. ინტერიერის დიზაინის კურსი – დიზაინის შესწავლა (digitalbus.ge)

 

მსგავსი სიახლეები

მარტი 19, 2022
კომენტარი

რა არის fork?

3 წუთში წასაკითხი
იანვარი 25, 2021
კომენტარი

რა არის ქოფირაითინგი?

5 წუთში წასაკითხი