ოთხშაბათს Meta-მ ოფიციალურად გამოუშვა ახალი აპლიკაცია სახელწოდებით Threads, რომელიც გამიზნულია ონლაინ საუბრებისთვის.
ახალი აპლიკაცია ზუსტად იმის შესაძლებლობას იძლევა, რასაც Twitter-ი და იმდენად გავს, რომ მის ალტერნატივადაც კი მიიჩნევენ.
გაშვებიდან შვიდ საათში აპლიკაციაზე 10 მილიონი ადამიანი დარეგისტრირდა, განაცხადა Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ზაკერბერგმა თავის Threads ექაუნთზე.
აპს საკმაოდ ბევრი მსგავსება აქვს Twitter-თან, ცხადია,რომ ის ტვიტერისთვის კონკურენციის გასაწევად შეიქნმა.სოციალურ ქსელებში ამ ორი პლათფორმის მფლობელის პირდაპირ შეჯიბრებასაც შეხვდებით.
Threads-ის ხედვა მეგობრული საჯარო სივრცის შექმნაში მდგომარეობს და მიზნად ახალი გამოცდილებებისა და იდეების მიმოცვლას ისახავს.
მარკ ზაკერბერგმა ასევე გააზიარა თავისი მოსაზრებები იმის შესახებ, იქნება თუ არა Threads ოდესმე Twitter-ზე უფრო პოპულარული.
‘’ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ვქიფრობ საჭიროა აპლიკაცია საჯარო საუბრებისთვის, სადაც 1 მილიარდზე მეტი ადამიანი იქნება დარეგისტრირებული, Twitter-ს ჰქონდა ამის შესაძლებლობა, მაგრამ არ გამოუვიდა’’, წერს ზაკერბერგი Threads-ზე. ‘’იმედია ჩვენ შევძლებთ’’
აპი მომხარებელს შესაძლებლობას აძლევს ერთად განიხილონ ყველანაირი თემა, თავიანთი ინტერესის სფეროდან დაწყებული, ტრენდული სიახლეებით დამთავრებული.
Meta-მ ასევე განაცხადა რომ Threads-ში გამოქვეყნებულ შეტყობინებებს 500 სიმბოლოს ლიმიტი ექნება, აპი 100 ქვეყანაში Apple-ის iOS-ისა და Android-ის საშუალებით იქნება შემოტანილი.
აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ, მომხარებელს სთხოვენ ინსტაგრამის გვერდთან დაკავშირებას, პროფილის დაკონფიგურირებას და იმ ანგარიშების დაფოლოვებას, რომელიც Instagram-ზე უკვე გამოწერილი ჰყავთ.
ვიზუალი Twitter-ის მსგავსია, ნაცნობი განლაგებით, განმეორებითი გამოქვეყნებისა და სხვა თემის პოსტების ციტირებით. მაგრამ, ის ასევე Instagram-ის ესთეტიკასაც აერთიანებს და გთავაზობთ Threads-დან პოსტების პირადპირ ინსტაგრამ სთორიზე გაზიარების შესაძლებლობას.
საბოლოოდ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ახალი აპლიკაცია Twitter-ის კონკურენტების მზარდ სიას უერთდება და შესაძლოა მას სერიოზული საფრთხეც შეუქმნას.თუ Meta-ს უზარმაზარ რესურსებსა და მის მზარდ აუდიტორიას გავითვალისწინებთ.
https://www.threads.net/?fbclid=IwAR3jsIBgwFi2VHyHzazxNbZlt_FXU9QEOQ8r-NXp6q-1wQPdzVitlizF4so
დაბალანსებული სამუშაო პროცესის საიდუმლო თანამედროვე სამყაროში