fbpx




5 მაისი 4 წუთში წასაკითხი

შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს შენობის დიზაინის შექმნაში დაგვეხმაროს?

‘’ შეგიძლია საცხოვრებელის დიზანის მოწყობაში დამეხმარო?’’ ის 30 სართულიანია და მდებარეობს, ბრუკლინში, ნიუ-იუროკში.

იმის გათვალისწინებით, რომ ბოტს არანაირი არქიტექტურული გამოცდილება არ აქვს და რათქმაუნდა, არც ლიცენზირებული არქიტექტორი არ არის, მან სწრაფად და მარტივად მოახერხა ჩამოეყალიბებინა მოსაზრებები შენობების ზონირების, იატაკის გეგმირების, სტრუქტურული დიზაინის, ფუნქციონალურობის და კეთილმოწყობის შესახებ. ეს კი მხოლოდ, მცირე ჩამოთვლითაგანია იმისა, რაც ChatGpt-მ გაგვიზიარა.

ChatGpt ახალი ჩატბოტია, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მეინსტრიმ მედიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ის გენერაციული, წინასწარ მომზადებული ტრანსფორმატორის (GPT)-ის პროგრამული პროგრამის გამოყენებით მუშაობს, რომელიც ინფორმაციას მთელი ინტერნეტ სივრციდან აგროვებს, რათა მომხარებლის პასუხები სრულყოფილად უზრუნველყოს.

აღსანიშნავია, რომ ChatGpt დახვეწილ ესეებს წერს და მაქსიმალურად ადამიანურ პასუხებსაც იძლევა, რომელიც ცოტა არ იყოს საშიშიც გახლავთ.

შეუძლია თუ არა ChatGpt-ს არქიტექტორების საქმე ირელევანტურად აქციოს?

საზოგაოდების ნაწილი თვლის, რომ ChatGpt-ს პროექტების გამარტივება შეუძლია, მარტივ კითხვებზე სწარაფად რეაგირებისა და გუნდური თანამშრომლობის გაძლიერების სახით. 

ხელონური ინტელექტის სხვა ფორმები ფოტო-რეალისტური რენდერების შესაქმნელად უკვე გამოიყენება, და მგონი გასაკვირი არც უნდა იყოს, რომ მისთვის იატაკის გეგმებისა და პალიტრების შექმნა რთული დავალება არ იქნება.

ჩვენ გავაერთიანეთ, ის მოკლე სია, დიზაინისა და მშენებლობის კოდექსის შესახებ, რომელიც არქიტექტრომა შეიძლება თავის დიზაინერების გუნდს მიაწოდოს.  საბოლოოდ, აღმოვაჩინეთ, რომ მან ძირითადი ვარიანტების ლაკონური სია მოგავწოდა, რათა დადებითი და უარყოფითი მხარეები მარტივად შეგვეფასებინა, გვქონოდა წვდომა მეტ ინფორმაციასთან, ნაცვლად კონკრეტული პასუხის გაზიარებისა, რომელზედაც არქიტექტორს ისედაც ჰქონდა წვდომა..

ამჟამად, თამამად შეგვიძლია, რომ ChatGpt  მარტივად გამოსაყენებელ ენციკლოპედიად მივიჩნიოთ, და არა უბრალოდ რესურსად, რომელიც იძლევა ინფორმაციას შენობის დიზაინისა და აგების შესახებ.

 

განვიხილოთ შესაძლო კითხვები და ის პასუხები რაც AI-მ გაგვცა

   AD: რა ტიპის იატაკი უნდა მივუთითო ჩემი საკუჭნაოსთვის, კომერციულ საოფისე შენობაში?

ChatGPT: როდესაც საქმე იატაკის არჩევას ეხება, გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი, როგორებიცაა: გამძლეობა, მოვლის სიმარტივე, ხანგრძლივი შენარჩუნება და ესთეტიკა. 

აქ არის რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც შეიძლება განიხილოთ: ვინილის იატაკი,ფაიფურის ფილა, ლამინირებული იატაკი და გაპრიალებული ბეტონის იატაკი.

ჯამში, იატაკის არჩევანი თქვენს არჩევანზე და გემოვნებაზე იქნება მორგებული, აუცილებელია, რომ არჩეული იატაკი შესანარჩუნებლად ადვილი და უსაფრთხო იყოს თქვენი თანამშრომლებისთვისა და ვიზიტორებისთვის.

AD: რამდენი დრო სჭირდება სამშენებლო დოკუმენტაციას 100,000 SF-ის ასაშენებლად?

ChatGPT: როგორც წესი, ამ ზომის კონსტრუქციის მშენებლობამ შეიძლება სამიდან ექვს თვემდე, ან უფრო მეტ ხანსაც გასტანოს, ეს კონკრეტულ გარემოებებზე არის დამოკიდებული.  

სამშენებლო დოკუმენტის ფაზა პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ის მშენებლობის ეტაპებს ადგენს და პროექტის გუნდისთვის მოთხოვნებს აყალიბებს,

ეს პროცესი აუცილებელია პროექტის წარმატების საწარმოებლად და დროის ფაქტორიც პროექტის საჭიროებებზე დაყრდნობით და სამშენებლო დოკუმენტებში საჭირო დეტალების დონის მიხედვით უნდა განისაზღვროს.

AD: რა მოთხოვნაა ამერიკული გაიდლაინების თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისათვის, იმ კართან მიმართებაში, რომელიც მიწოლით გარეთ იღება.

ChatGPT: მითითებების თანახმად, ეს დამოკიდებულია კარის ტიპზე და მის გასაღებად საჭირო ძალაზე. კარებისთვის, რომელთა გასახსნელად საჭიროა არაუმეტეს 5 ფუნტის ძალა, წინა მიდგომის საჭირო კლირენსი არის მინიმუმ 18 ინჩის სიღრმე და უნდა ვრცელდებოდეს კარის მთელ სიგანეზე. კარებისთვის, რომლებსაც 5 ფუნტზე მეტი ძალა სჭირდება გასახსნელად, წინა მიახლოების საჭირო კლირენსი არის მინიმუმ 24 ინჩის სიღრმე და უნდა ვრცელდებოდეს კარის მთელ სიგანეზე.

 

ეთანხმებით ChatGPT-ის პასუხებს? 

როგორ ფიქრობთ, არის თუ არა რაიმე შეუსაბამობა ან ინფორმაცია, რომელსაც ბოტი ვერ ხვდება დიზაინის ნიუანსებთან დაკავშირებით?

მსგავსი სიახლეები