აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორები ციფრულ აკადემიაში სწავლისას!
22 ოქტომბერი

რა გამოცდილება აქვს ლექტორს? დაიმახსოვრეთ, ლექტორის გამოცდილება მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს. გაიგეთ თუ რა ტიპის გამოცდილებას გაგიზიარებთ იგი კურსის ფარგლებში. რაც უფრო მრავალფეროვანია გამოცდილება, მით უფრო მეტს სწავლობთ თქვენც!  

კარგად წაიკითხე სილაბუსი და დარწმუნდი რომ მხოლოდ თეორიულ მასალასთან არ გექნება შეხება. ყველაზე შედეგიანი სწავლების მეთოდი პრაქტიკულ დავალებებშია. დარწმუნდი რომ კურსზე, რომელსაც ახლა ირჩევ, გექნება შესაძლებლობა იმუშაო სხვადასხვა პროექტზე და ისწავლო დამკვეთებთან ურთიერთობა.

დარწმუნდი, რომ ცოდნა უფრო ფასობს, ვიდრე ქაღალდი. ძალიან ბევრჯერ გვესმის კითხვა “სერტიფიკატს გასცემთ?” დიახ, სერტიფიკატს აუცილებლად გავცემთ  წარმატებულ კურსდამთავრებულებზე! მაგრამ, დაიმახსოვრეთ – სერტიფიკატი არაფრის მთქმელი, უბრალო ქაღალდია და არ ეძებოთ კურსი ამის მიხედვით. მნიშვნელოვანია თუ რა შესაძლებლობებით და უნარებით მიუდგებით საქმეს და რამდენად მონდომებულები ხართ, ისწავლოთ ახალი.  

დარწმუნდით რომ ეს კურსი არ იქნება დროებითი მეგობრობა თქვენსა და აკადემიას შორის. თუ როგორ გექცევათ აკადემია, კურსის დამთავრების შემდეგ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დააკვირდით, როგორ უდგება აკადემია თქვენი ნიჭის და ახალი გამოცდილების გაზიარებას ციფრული სამყაროსთვის? დასაქმების კუთხით გეხმარებათ და თქვენი მეგზურია თუ მხოლოდ დროებითი ურთიერთობა გქონდათ? ?! 

და ბოლოს! ნუ მოიტყუებ თავს! კარგად დაფიქრდი სანამ სწავლაში შენს დანაზოგს გადაიხდი! გაითვალისწინე ეს აუცილებელი ფაქტორები და აირჩიე აკადემია, რომელიც იზიარებს შენს ფასეულობებს!