ფეისბუქი პირველი სოციალური მედიაა მსოფლიოში. ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია 2.6 მილიარდი პოტენციური მომხმარებელი იპოვო. აღმოაჩინე ის, რაც არ იცი ფეისბუქის შესახებ
Facebook-ი წარმოუდგენლად დიდი სივრცეა
როდესაც ცუკერბერგი ჰარვადში სწავლობდა, მას ჰქონდა იდეა, შეექმნა საიტი, რომელიც მომხმარებლებს მისცემდა შესაძლებლობას შეედარებინათ ადამიანების სახეები ერთმანეთისთვის.
პლატფორმას ექნებოდა ფუნქცია – “who is hotter”.
გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ჰარვარდის ადმინისტრაციას იდეა არ მოეწონა.
მარკის პროექტი დაიხურა და იგი კოლეჯიდან გარიცხვის საფრთხის წინაშეც დადგა.
მარკმა თავის პროექტს დაარქვა “Thefacebook”.
ადამიანებს, რომლებიც გამოიყენებდნენ აღნიშნულ პლატფორმას, შესაძლებლობა ექნებოდათ:
მიუხედავად იმისა, რომ Thefacebook შეიქმნა ექსკლუზიურად ჰარვარდის სტუდენტებისთვის, მას მალევე შეუერთდნენ ადამიანები, რომლებიც 13 წელს ზემოთ იყვნენ.
ფეისბუქის შექმნიდან ძალიან მალე, ცუკერბერგს სამართლებრივი პრობლემები შეექმნა.
რამდენიმე ჰარვარდის სტუდენტმა – Divya Narenda-მა, Cameron Winklevoss-მა და Tyler Winklevoss-მა – მარკი დაადანაშაულა მათი იდეის მოპარვაში.
დავა გაგრძელდა ოთხი წლის განმავლობაში.
ბოლოს, ცუკერბერგმა Divya Narendra-ს და ძმებ Winklevoss-ებს 65 მილიონი დოლარი გადაუხადა.
პირველ ორ ადგილს Google-ი და Youtube-ი იკავებს.
პროცენტი მართლაც ძალიან მაღალია, იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკელების მხოლოდ 38% იყენებს ინსტაგრამს და მხოლოდ 23% – ტვიტერს.
“Pew Research Center” -ის კვლევის მიხედვით, აშშ-ში მცხოვრები ქალების 75% იყენებს ფეისბუქს, ხოლო კაცების – 63%.
რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად ფეისბუქზე 350 მილიონი ფოტო იტვირთება
2015 წელს ამერიკელი თინეიჯერების 71% ფეისბუქს იყენებდა.
დღეს მათი პროცენტი დაეცა 51%-მდე.
მეორე მხარეს კი უფროსი თაობაა, ყველაზე სწრაფად მზარდი ჯგუფი ფეისბუქზე.
2019 წელს 1944-1964 წელს (Baby Boomers) დაბადებული თაობა ფეისბუქზე 60%-ს აღწევდა.
ოთხი ამერიკელიდან, სამი Fb – მომხმარებელი ცხოვრობს ქალაქში.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეისბუქი არ არის პოპულარული რურარულ სივრცეებში.
რურარულ სივრცეებში, ამერიკელი მოზარდების 66% იყენებს Fb-ს.
Youtube-ს – 64%, ხოლო pinterest-ს – 26%.
Fb – მომხმარებლების უმეტესობა ცხოვრობს კანადისა და ამერიკის საზღვრებს გარეთ.
ინდონეზიაში, ინდიოეთსა და ფილიპინებში ყველაზე სწრაფად მზარდი ექაუნთების რაოდენობაა აზიიდან.
ინდოეთს ჰყავს ყველაზე მეტი მომხმარებელი – 260 მილიონი.
ფეისბუქ ექაუნთების ნახევარზე მეტმა არ იცის ინგლისური.
მათთვის ძალიან მოსახერხებელია, რომ Fb-ზე შეგვიძლია გამოვიყენოთ 100-ზე მეტი ენა.
2020 წლის აპრილში 98%-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი მართავდა სოციალურ ქსელს ნებისმიერი სახის ტელეფონის დივაისიდან.
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აფრიკაში იყო – 98%, სადაც ფბ-ზე რეგისტრირებულები იყენე
მომხმარებლის 35%-ი კონსერვატორია, 34%-კი – ლიბერალი, 29%- თავს იკავებს პოლიტიკური გემოვნების დაფიქსირებისგან.
თუ ბიზნესით ხარ დაკავებული, ან მარკეტინგით, ფეისბუქი გირჩევს, რომ გამოიყენო ეს დროები დილისა და საღამოს პოსტებისთვის.
წარმოდგენილია ტოპ მიზეზები, თუ რატომ შექმნეს მომხმარებლებმა ფეისბუქ გვერდი.
. 3/4 ფეისბუქ მომხმარებლების იყენებს გვერდს ყოველდღიურად
კვლევის მიხედვით, Fb-ზე დარეგისტრირებულთა 51% პლატფორმას ერთზე მეტჯერ სტუმრობს დღის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ არსებობს უამრავი საშუალება, ხმა მიაწვდინოს პოტენციურ მომხმარებელს, თუკი მომხმარებელი აქტიურია.
58 წუთი არ არის დიდი დრო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სქროლვისას იუზერები უთმობენ 5 წუთს თითოეული პოსტის გაანალიზებას.
უფრო მეტიც, საშუალოდ თითოეულ კონტენტზე მომხმარებელი 1.7 წამი ჩერდება.
მარკეტერისთვის ეს იმას ნიშნავს,რომ შენ გაქვს ამდენივე დრო მიიპყრო მომხმარებლის ყურადღება.
მარკეტერების – 86.3% იყენებს ფეისბუქს ბრენდის რეკლამირებისთვის.
ბრენდების 39%-ი სთავაზობს მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებებს სწორედ მათი გვერდიდან.
ეს ძალიან მარტივია.
გახსენით friend request და მონიშნე see all.
People you may know -ის ზევით დააკლიკეთ view send requests-ზე.
აქ თქვენ ნახავთ იმ ადამიანების ჩამონათვალს, რომლებმაც დააიგნორეს ან წაშალეს თქვენი შეთავაზება.
გინდა, უკან დაბრუნდე, როდესაც რაიმემ მიიქცია ყურადღება ნიუსფიდის სქროლვისას?
მარტივად, მონიშნე შესანახ სიაში და იგი თქვენს ფავორიტებში აღმოჩნდება.
ამისათვის საჭიროა settings-ში გადასვლა. შემდეგ აირჩიე your facebook information და ბოლოს download your information.
თქვენ მიიღებთ თქვენი თითოეული გაზიარებული პოსტის, საუბრისა და ყველაფრის ასლს, რაც კი ფეისბუქზე განგიხორციელებიათ
გადადი setting-ში და აირჩიე notifications. სქროლე იქამდე, სანამ არ ნახავ on/off ღილაქს მეგობრების დაბადების დღის ნოთიფიქეიშენებზე.
დააკლილე more menu – ს, შემდეგ გადადი settings and privacy-ში და სწორად აქ გაიგებ დახარჯული დროის რაოდენობას.
დაბალანსებული სამუშაო პროცესის საიდუმლო თანამედროვე სამყაროში