fbpx




9 სექტემბერი 0 წუთში წასაკითხი

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლონ ბავშვებმა რობოტექნიკა 🤖

მსოფლიოს ცვლილებასთან ერთად მოთხოვნადი პროფესიებიც იცვლება. თუ გადავავლებთ თვალს დღევანდელ და 20 წლის წინანდელ სამუშაო ბაზარს, დავინახავთ, რომ მაღალანაზღაურებადი პროფესიების სია რადიკალურად არის შეცვლილი. 21-ე საუკუნე ციფრული სამყაროს ხანაა და მომავალი თაობაც ამისთვის მზად უნდა იყოს.

STEM – მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა – ეს არის ის ოთხი საგანი, რომელიც აუცილებლად უნდა ისწავლონ ბავშვებმა. მათი მომავალი საქმიანობა შეიძლება მეტწილად სწორედ ტექნოლოგიებს უკავშირდებოდეს და თუ ციფრულ ლაბირინთებში პატარაობიდანვე ისწავლიან გზის გაკვალვას, ეს მათ აუცილებლად გამოადგებათ.



რატომ უნდა ისწავლონ ბავშვებმა რობოტექნიკა?

1. ანვითარებს კრეატიულ აზროვნებას 🧠


ძალიან ცოტა რამ შეგვიძლია გავიხსენოთ ისეთი, რომელიც ერთად მოიცავს ცოდნას, კრეატიულობასა და თვითგამოხატვას. რობოტექნიკა ამის საუკეთესო გამოვლინებაა. ის ბავშვებს აძლევს საშუალებას, რომ თავიანთი კრეატივი და ინტელექტი გამოავლინონ და რაც ყველაზე მთავარია, გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვონ.

2. აუმჯობესებს კონცენტრაციას 🤓

ბოლო წლებში, მასწავლებლებისთვის უფრო და უფრო რთული ხდება ბავშვების ყურადღების მიქცევა. რადგან რობოტექნიკა არ არის მშრალი ფაქტების სწავლა და ის მთლიანად პრაქტიკაზეა დაფუძნებული, ბავშვებს ყურადღების მოკრება ძალიან უადვილდებათ და იცვლება მათი დამოკიდებულება სწავლის მიმართ.



3. ამზადებს ბავშვებს მომავლისთვის 🚀

სტატიის დასაწყისში უკვე ვახსენე რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების მომავლისთვის მომზადება. შესაძლოა უფროსი თაობისთვის რთულია იმ ფაქტთან ადაპტაცია, რომ მათ მიერ ნასწავლი მასალა ახლა ბავშვებისთვის გამოუსადეგარი ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიოს განვითარებას ფეხი უნდა ავუწყოთ და ბავშვებს მათთვის საჭირო ცოდნა მივცეთ.

4. აუმჯობესებს პროგრამირების უნარებს 💻

რობოტექნიკის გამორჩეულობა იმითაც აიხსნება, რომ ის ბევრ კომპონენტს მოიცავს, მათ შორის პროგრამირებასაც. მართალია ის კომპლექსური კოდირებისგან შორს არის, თუმცა რობოტექნიკის სწავლასთან ერთად ბავშვებს პროგრამირებასთანაც ექნებათ შეხება და ადრეული ასაკიდან გაუშინაურდებიან მას. თანაც, პროგრამირება ბევრად უფრო თეორიულია, რადგან კოდის წერისას ვიზუალურად მისი აღქმა მხოლოდ საკუთარ გონებაშია შესაძლებელი, ხოლო რობოტექნიკაში, ამ კოდის ვიზუალურად დანახვა არის შესაძლებელი.

5. ზრდის მოტივაციას და სწავლის პროცესს ხდის საინტერესოს 🙋🏻


ბავშვებს ხშირად ეუბნებიან, რომ არიან ზარმაცები და მეტი უნდა ისწავლონ. სინამდვილეში მათი მოტივაციის ნაკლებობის მიზეზი ის არის, რომ მათ არ აინტერესებთ კონკრეტული საგანი და არც მიზეზი არ აქვთ მის უკეთ სასწავლად. რობოტექნიკის გავლის პროცესში, ბავშვებს მუდმივად პრაქტიკულ სამუშაოსთან აქვთ შეხება და თავად უჩნდებათ მოტივაცია, რომ რამე პრობლემის აღმოჩენისას მისი მოგვარება შეძლონ. ეს ყველაფერი მათ სწავლის პროცესს ბევრად საინტერესოს და სახალისოს ხდის.

მოკლედ რომ ვთქვა, რობოტექნიკის სწავლას ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს. რაც უფრო მალე აუწყობენ ფეხს ჩვენი შვილები ტექნოლოგიურ პროცესს, მით მეტია შანსი, რომ ზრდასრულობისას დიდ წარმატებებს მიაღწევენ. უსაზღვრო ფანტაზიისა და შესაძლებლობების გამოვლენას კი ჩვენთან, Digital Bus Academy-ში შეძლებენ.





მსგავსი სიახლეები

ვერ მიიღე შენთვის საინტერესო ინფორმაცია?
არ გამოგრჩეს დაგვიტოვე საკონტაქტო ინფორმაცია და მიიღე ნებისმიერ კითხვაზე პასუხი!
ვერ მიიღე შენთვის საინტერესო ინფორმაცია?
არ გამოგრჩეს დაგვიტოვე საკონტაქტო ინფორმაცია და მიიღე ნებისმიერ კითხვაზე პასუხი!