fbpx




26 დეკემბერი 6 წუთში წასაკითხი

7 საუკეთესო მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ვებგვერდის Home Page ქოფი

 

ალბათ, სულ მცირე, ერთხელ მაინც გადასულხარ კომპანიის ვებგვერდზე სოც.მედია პოსტის ნახვის შემდეგ, რათა ბრენდზე მეტი გაგეგო, თუმცა მაშინვე ჩაგიხურავს, რადგან დაიბენი და ვერაფერს მიხვდი.

დიახ, ეს ყველას გამოუცდია!

ვებგვერდის ვიზიტორთა საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად, მნიშვნელოვანია, ვწეროთ უფრო უშუალო და ემოციურად დატვირთული ტექსტებით.

თუმცა ეს, ასე მარტივი არ არის.

მაგრამ საკვანძო სიტყვების გამოყენებით შენ შეძლებ იდეალურ, სამიზნე აუდიტორიას მოერგო და ყურადღება მიიქციო, შედეგად კი, ვებგვერდზე Conversion-ის გაზრდას შეძლებ.

მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად ლამაზად გამოიყურება შენი ვებგვერდი, თუ ქოფი სუსტია, ვიზიტორების მომხმარებლად გადაქცევა მაინც გაგიჭირდება. მეტიც, ორაზროვნად და მოსაწყენად დაწერილმა ქოფიმ შესაძლოა პოტენციური მომხმარებელი და შემოსავალი დაგაკარგვინოს.

საუკეთესო Home Page ქოფი არის ის, რომელიც დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ გიბიძგებს. ეს დაახლოებით იგივეა, როცა Facebook-ზე, Youtube-ზე ან სხვა პლატფორმაზე ტექსტი მიგიზიდავს და მომენტალურად გწყვეტს შენი საქმიდან, რათა დააკლიკო და მეტი გაიგო პროდუქტსა თუ კომპანიაზე.

იგივე ხდება მთავარი გვერდის ქოფის შემთხვევაშიც.

წარმატებული ვებსაიტ მარკეტინგისთვის ქოფირაითინგი და შემოსული შეტყობინებები მთავარი კომპონენტებია

დონალდ მილერი Storybrand-ის ვიდეოში 5 ვებსაიტი, რომელიც გჭირდება, ამბობს, რომ თუ კი აღმოაჩენ, რომ ვებსაიტის მარკეტინგზე ბევრი ფული იხარჯება და მაინც ვერ იღებ სასურველ შედეგს, პირველი რაც უნდა გააკეთო არის ის, რომ შეაფასო შეტყობინებების ეფექტურობა და გადახედო მთავარი გვერდის ქოფის.

მაშ, ასე. როგორი უნდა იყოს მთავარი გვერდის საუკეთესო ქოფი?

გიზიარებთ ვებგვერდებს, რომელთა მთავარი გვერდებიც მაშინვე იპყრობს მომხმარებელთა ყურადღებას და არწმუნებს, რომ მათი პროდუქტი/მომსახურება სწორედ ის არის, რაც მათ ახლა ძალიან სჭირდებათ.

#1 Createwebsite.com 

ავტორი: Lisa Irby

რით არის ქოფი გამორჩეული?

ის, თავიდანვე, მარტივად გვაფიქრებს ჩვენს პრობლემაზე და გვთავაზობს გამოსავალს: “რატომ უნდა დახარჯო ათასობით დოლარი ვებ დეველოპერზე, როდესაც თავად შეგიძლია ისწავლო, როგორ შექმნა და გამართო ვებგვერდი?

 

 

თუ დიდი ბიუჯეტი არ გაქვს, ეს ვებგვერდი ნამდვილად გამოგადგება.

ასევე, მთავარი გვერდის ქოფი ვიზიტორთათვის ერთგვარი სახელმძღვანელოა და ეუბნება, თუ რა უნდა გააკეთონ შემდეგში.

#2 Self-Publishingschool.com

ავტორი:Chandler Bolt

“დაწერე და გამოაქვეყნე ყველაზე გაყიდვადი წიგნი სულ მცირე 90 დღეში“.

 

 

რომელი დამწყები ავტორი იტყვის უარს ამაზე?

ქოფი ძალიან მკაფიო და ზუსტია. გარდა ამისა, გვერდი საკმაოდ პრაქტიკულია გამოსაყენებლად. აქ გვხვდება განყოფილება ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ თავად გამოსცენ წიგნი, ასევე, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ წიგნების რეალიზაციაში, ხოლო მესამე განყოფილება მათთვის შეიქმნა, ვისაც წიგნის გამოცემას გეგმავს და დახმარება სჭირდება.

უდავოდ, კარგი ნამუშევარია!

 

#3 The Write Associate

ავტორი:Tammi Metzler

ერთ-ერთი გამორჩეულია იმ ვებგვერდთაგან, რომელსაც საუკეთესო ქოფი აქვს.

წერის სტილი საკმაოდ დამაჯერებელია, რასაც ემოციური დატვირთვა კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის. 

მთავარი გვერდი გთავაზობთ ვებინარს, რომელიც გასწავლის, როგორ შეგიძლია გადააქციო ექსპერიმენტი ბესტსელერ წიგნად, დააინტერესო მკითხველი და გაზარდო შემოსავალი.

 

 

თუ შენს პირველ წიგნს წერ, ან უკვე არსებული წიგნით მეტი მკითხველის მოიზიდვა გსურს, ეს ქოფი სწორედ შენთვის “იმუშავებს”.

აშკარაა, რომ ტამიმ სრულყოფილი კვლევა ჩაატარა და შექმნა იდეალური ქოფი, რომელიც წიგნების გამომცემელთა სურვილებზე საუბრობს. 

 

#4 DigitalMarketer.com

ავტორი:Ryan Deiss

Digital Marketer, ასე ვთქვათ, მარკეტინგული თამაშების მთავარ პოზიციებზეა.

მთავარ გვერდი გვეუბნება, რომ ის N1 წყაროა ციფრული მარკეტინგის თანამედროვე ტაქტიკებისა და სტრატეგიების შესასწავლად.

 

 

თუმცა მათი განსაკუთრებულობა იმაშია, რომ თავიანთი ბიზნესის კულისებში შეჰყავხარ, რათა გაჩვენოს, თუ რა მუშაობს ციფრულ მარკეტინგში, რა სტრატეგიებს იყენებენ, როგორ იზრდებიან და აფართოვებენ ბიზნესს.

 

#5 Storybrand.com

ავტორი:Donald Miller

დონალდ მილერის Storybrand-ის კომპანია ზემოთ უკვე ვახსენეთ, თუმცა მისი ვებგვერდიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ, როგორც საუკეთესო ქოფის მაგალითი.

 

 

Storybrand-ის მთავარ გვერდზე შესვლისთანავე, ქოფი პირდაპირ გვეუბნება: „ გადაეცი შენი შეტყობინება ისე, რომ ხალხმა მოგისმინოს“.

ის გეხმარება ესაუბრო მომხმარებელს ისე, რომ პროდუქტის მარტივად გაყიდვა შეძლო.

 

#6 Freshbooks.com

ავტორი:Mike Mcderment

Freshbooks-ის მთავარ გვერდსაც შესანიშნავი ქოფი აქვს.

გვერდზე გადასვლისთანავე, სათაური გვეუბნება, რომ არსებობს მცირე ბიზნესის საბუღალტრო პროგრამა, რომელიც ინვოისის შედგენის პროცესს უმტკივნეულოს ხდის.

 

 

ასე რომ, თუ შენ ხარ მცირე ბიზნესის მფლობელი, სტარტაპერი ან ფრილანსერი და ცდილობ თვალყური ადევნო ინვოისს, გადასახადებსა და გაყიდვებს, მაშინ ეს მთავარი გვერდი პირდაპირ საუბრობს შენს საჭიროებებზე.

რაც ყველაზე მთავარია, ქოფი ყოველგვარი სირთულეებისა და ამოცანების გარეშე გვეუბნება, თუ რა არის Freshbooks, რადგან ავტორმა კარგად იცის, რომ არავინ გამოყოფს დროს ამის გამოსაძიებლად.

 

#7 Basecamp.com

ავტორი:Jason Fried

დღეს, Basecamp ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტების მენეჯმენტის აპლიკაციაა და აშკარაა, რომ მომხმარებლის პულსს საკმაოდ კარგად გრძნობს.

 

 

უპირველეს ყოვლისა, მთავარ გვერდზე გამოსახული ქალის სურათზე დაყრდნობით, რომელსაც ცეცხლმოკიდებული თმა აქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ basecamp-ის გუნდს კარგი იუმორის გრძნობა აქვს.

მულტფილმის პერსონაჟიკი, შესანიშნავად ასახავს ბიზნესის მფლობელთა უმრავლესობას, რომლებსაც წარმოდგენა არა აქვთ, როგორ მართონ ის.

რთულია, თავი ყველაფერს ერთად გაართვა, ამიტომ ყოველთვის დაგჭირდება ინსტრუმენტი ან სისტემა, რომელიც ამის გაკეთებაში დაგეხმარება.

გაგვიზიარე შენი აზრი

რომელია ის ვებგვერდი, რომელმაც ნახვისთანავე დაგაინტერესა? როგორ ფიქრობ, რა არის საუკეთესო მთავარი გვერდის ქოფის შესაქმენლად საჭირო ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტები?

Მოგვწერე კომენტარის ველში.

 

თუ ეს სფერო გხიბლავს და გსურს დაეუფლო ქოფირაითინგის პროფესიას მაშინ შემოგვიარე ჩვენს კურსზე ქოფირაითინგის კურსი ონლაინ – Digital Bus • Academy

მსგავსი სიახლეები

მარტი 18, 2022
კომენტარი

რა არის Dapps?

7 წუთში წასაკითხი
მაისი 6, 2022
კომენტარი

რა არის სამუშაოს მტკიცებულება?

5 წუთში წასაკითხი
მარტი 1, 2022
კომენტარი

რა არის Doomscrolling და რა უნდა იცოდე

8 წუთში წასაკითხი