სავარაუდოდ გასული წლის განმავლობაში გსმენიათ ბლოკჩეინის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ყველას გვაქვს ბუნდოვანი წარმოდგენა ამის შესახებ, სიმართლე ისაა, რომ უმეტეს შემთხვევაში მაინც არ ვერ ვიგებთ თუ რატომ საუბრობს ყველა მასზე.
ამ ბლოგში გაეცნობი ინფორმაციას, რაც ბლოკჩეინის გაგებაში დაგეხმარება და ბოლოს და ბოლოს იგრძნობთ რომ უკვე თქვენც შეგიძლიათ ჩაერთოთ დიალოგებში, ან უფრო მეტიც, თავად დაიწყოთ ფიქრი ბლოკჩეინის გამოყენებაზე.
პირველ რიგში, რა არ არის ბლოკჩეინი
ბლოკჩეინის აღწერამდე ჩვენ იმის გარკვევით უნდა დავიწყოთ, რა არ არის ბლოკჩეინი. ხშირად არასწორად ესმით ტერმინები და ცნებები, რაც იწვევს ტიპურ შეცდომებს.
თუ აქამდე შენც რომელიმე ზემოთა ვერსიაზე ფიქრობდი არ ინერვიულო, მალე მიხვდები რატომ შეცდი და რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში.
„ბლოკჩეინი ტექნოლოგიაა. ბიტკოინი მისი პოტენციალის მხოლოდ პირველი მთავარი გამოვლინებაა.“ – მარკ კენიგსბერგი.
მაშინ რა არის ბლოკჩეინი?
ბლოკჩეინი სრულიად ახალი ტექნოლოგიის სახელია. ეს არის ბლოკების ან ტრანზაქციების ჯგუფების თანმიმდევრობა, რომლებიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული და მომხმარებლებს შორის ნაწილდება.
საბოლოო ჯამში ის მუშაობს როგორც ტრანზაქციების უცვლელი ჩანაწერი, რომელიც არ საჭიროებს გარე ავტორიტეტზე დაყრდნობას მონაცემთა ავთენტურობისა და მთლიანობის დასადასტურებლად. ტრანზაქციები, როგორც წესი ეკონომიკურია, მაგრამ ჩვენ ბლოკებში ნებისმიერი სახის ინფორმაციის შენახვა შეგვიძლია.
მიუხედავად იმისა, რომ მას “ახალ ტექნოლოგიას” ვუწოდებთ, მისი წარმოშობა 1991 წლით თარიღდება, როდესაც სკოტმა და სტორნეტამ კრიპტოგრაფიის ჟურნალში გამოაქვეყნეს “როგორ დავაფიქსიროთ ციფრული დოკუმენტი”. სწორედ ამ პერიოდიდან გაიზარდა მისი პოპულარობა ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების წარმატების წყალობით.
“Bitcoin: Peer-to-Peer Electronic Cash System” გამოქვეყნდა სატოში ნაკამოტოს მიერ ჯერ კიდევ 2009 წელს, როდესაც ვალუტის ღირებულებამ მიაღწია უმაღლეს ისტორიულ მაქსიმუმს – $19,783.21, ეს იყო 2017 წლის 17 დეკემბერს. ამ მომენტიდან ბლოკჩეინი აქტიურ ფუნქციონირებას იწყებს.
„ბლოკჩეინი არის ეკონომიკური ტრანზაქციების უხრწნელი ციფრული წიგნი, რომელიც შეიძლება დაპროგრამდეს არა მხოლოდ ფინანსური ტრანზაქციების, არამედ პრაქტიკულად ყველაფრის ჩასაწერად, რაც ღირებულია.“– დონ და ალექს ტაპსკოტი.
როგორ მუშაობს ის?
ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ღირებულება სისტემის განაწილებული უსაფრთხოებიდან მოდის. ამდენად, არსებობს რამდენიმე მახასიათებელი, რაც აუცილებელია ბლოკჩეინის განვითარებისა და გამოყენებისთვის.
გთავაზობთ 5 ძირითად კონცეფციას, რაც საფუძვლად უდევს Blockchain ტექნოლოგიას:
კრიპტოგრაფიული ჰეში
ჰეში კრიპტოგრაფიული ფუნქციაა, რომელიც ნებისმიერ შემომავალ მონაცემს გამომავალი სიმბოლოების სერიად გარდაქმნის, ფიქსირებული ან ცვლადი სიგრძით, ჰეშის ალგორითმის მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. ჰეშის ალგორითმები, რომლებიც სპეციალურადაა შექმნილი პაროლების დასაცავად, ხშირად ცვალებადია.
არსებობს მრავალი ალგორითმი ჰეშის სხვადასხვა ვარიაციების შესაქმნელად. ყოველი შეყვანისთვის, ალგორითმი წარმოქმნის სრულიად განსხვავებულ გამომავალს და შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ იმოქმედებს შეყვანის ცვლილებები გამომავალზე.
ბლოკჩეინის კვანძები იყენებს ჰეშის ფუნქციებს ნებისმიერი ტრანზაქციის ბლოკის უნიკალური იდენტიფიკატორის შესაქმნელად და ყველა ბლოკი შეიცავს წინა ბლოკის ჰეშის მნიშვნელობას.
უცვლელი LEDGER
ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული წინა ფუნქციასთან. ვინაიდან ჯაჭვის ყველა ბლოკი შეიცავს ჰეშს, შეუძლებელია რომელიმე ბლოკის შეცვლა მთელი ჯაჭვის შეცვლის გარეშე. აქედან გამომდინარე, ჯაჭვი მუშაობს როგორც უცვლელი ციფრული წიგნი.
მაგალითად, თუ ანონიმური თავდამსხმელი წაშლის, დაამატებს ან შეცვლის ნებისმიერ ტრანზაქციას პირველ ბლოკში, პირობითად -HASH#1 შეიცვლება.
HASH#1 შედის მეორე ბლოკში, ამის გამო, HASH#2 ასევე შეიცვლება და შეცდომა გავრცელდება ჯაჭვის ყველა ბლოკში თავდასხმის ბლოკის შემდეგ.
PEER-TO-PEER (P2P) ქსელი
ბლოკჩეინს არ სჭირდება გარე ან შიდა ნდობის ავტორიტეტი, რადგან ბლოკჩეინის მონაცემები მომხმარებელს შორის ნაწილდება. თითოეულ მომხმარებელს აქვს ტრანზაქციისა და ჰეშირებული ბლოკების საკუთარი ასლი და ისინი ნებისმიერი ახალი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციას მთელ ქსელში ავრცელებენ. ამ გზით, არავის შეუძლია შეცვალოს ინფორმაცია ჯაჭვში, რადგან ის ინახება არა ცალკეული ერთეულის მიერ, არამედ კვანძის მომხმარებელთა მთელი ქსელისთვის.
მას შემდეგ, რაც ტრანზაქციების ბლოკი დადასტურდება, ის ემატება ჯაჭვს და ყველა მომხმარებელი განაახლებს ადგილობრივ ინფორმაციას.
კონსენსუსის პროტოკოლი
მომხმარებლებმა ბლოკის დამატებამდე უნდა მიაღწიონ კონსენსუსს. ყოველთვის, როცა კვანძი ამატებს ახალ ბლოკს, ყველა მომხმარებელმა უნდა დაადასტუროს ბლოკი, საერთო პროტოკოლის გამოყენებით. როგორც წესი, კვანძები ახალი ბლოკის დაშვების შესახებ კონსენსუსს Proof Work-ის ან Proof of Stake მეთოდებით აღწევენ.
კვანძები ამოწმებენ, რომ ახალი ბლოკი აკმაყოფილებს მათი Proof მეთოდის რეკვიზიტებს, ბლოკის შიგნით ყველა ტრანზაქციის ვალიდაციით. თუ ბლოკი ვალიდურია, ისინი მას ბლოკჩეინის ნაწილად თვლიან და ამატებენ.
დაბლოკვის ვალიდაცია ან „მაინინგი“
როგორც ამას მაგალითებით ვხედავთ (CREDITS პლატფორმა) ეს ფუნქცია ფაქტობრივად არცისე აუცილებელია ბლოკჩეინისთვის.
ტერმინი „მაინინგი“ ეხება სამუშაოს დამადასტურებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების აქტს, ახალი ბლოკის დასამატებლად. მაინინგის მრავალი განსხვავებული მეთოდი არსებობს, რადგან ისინი ჯაჭვისთვისაა მორგებული.
PoW მეთოდი ჩვეულებრივ მომხმარებლისგან მოითხოვს შექმნას ბლოკი ჰეშის კოდზე შეზღუდვით. ვინაიდან ჰეშის კოდი არაპროგნოზირებადია, „მაინერებმა“ უნდა შეამოწმონ ნებისმიერი შესაძლო კომბინაცია, სანამ დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს. ეს შეზღუდვები განსაზღვრავს ქსელის სირთულეს მას შემდეგ, რაც “მაინერი” კვანძი იპოვის გამოსავალს PoW პრობლემის გადასაჭრელად, ისინი ამატებენ ბლოკს ჯაჭვში და ყველა სხვა კვანძი ამოწმებს PoW-ის ვალიდობას მათი კონსენსუსის პროტოკოლის მიხედვით. თუ ბლოკი ლეგიტიმურია, ისინი მას ბლოკჩეინის საკუთარ ლოკალურ ასლებში ამატებენ.
დასკვნა
ბლოკჩეინი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან სანდო და უცვლელი სისტემა ნებისმიერი სახის ტრანზაქციის ან ინფორმაციის ჩასაწერად. არ არის საჭირო გარე ან შიდა უფლებამოსილება: ყველა მომხმარებელი ეყრდნობა თავად ტექნოლოგიას, რომელიც წინასწარ განსაზღვრული წესებით მუშაობას, რათა მიაღწიოს კონსენსუსს და უზრუნველყოს მონაცემთა მთლიანობა და ავთენტურობა.
დაბალანსებული სამუშაო პროცესის საიდუმლო თანამედროვე სამყაროში