fbpx




11 ივნისი 2 წუთში წასაკითხი

Facebook-ის რეგულაციები, ანუ როგორ ავიცილოთ თავიდან დარეპორტება ⛔

Facebook-ის ზრდასთან ერთად პლატფორმაზე არსებული წესების რაოდენობაც იზრდება. თუ პირველ მომხმარებლებს ძალიან მცირე შეზღუდვებთან ჰქონდათ საქმე, ახლა Facebook-ის გამოყენებისას ფრთხილად უნდა იყო, რადგან შეიძლება ცუკერბერგის ხალხმა ბანით დაგასაჩუქროს. ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის შეიძლება ბანი დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ციფრული მარკეტერებისთვის ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია. მაშინ, როცა ბრენდის კომუნიკაციაში ერთ-ერთ საკვანძო როლს სოციალური მედია ასრულებს, მასზე შეზღუდვა ნიშნავს იმას, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მომხმარებელთან კავშირს კარგავ, რაც, ცხადია, შენი სერვისისა თუ პროდუქტის გაყიდვებზეც შეიძლება აისახოს.

Facebook-ისგან ბანი შეიძლება მიიღო უბრალო პოსტის შემდეგაც, თუმცა ეს უფრო ნაკლებად სავარაუდოა. მათ ნამდვილად არ აქვთ იმდენი რესურსი, რომ ყოველ საათში ატვირთულ მილიონობით პოსტს გადახედონ და იქ იპოვონ დარღვევები. დარღვევას აღმოაჩენენ მხოლოდ მაშინ, თუ შენს პოსტს ვინმე დაარეპორტებს ან თუ დაარეკლამებ.

ხო, დარეკლამების შემთხვევაში ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწევს Facebook-ის “გამოცდების” ჩაბარება. ნამდვილად არ გირჩევ მათ წესების დარღვევას, რადგან საკმაოდ მკაცრები არიან და პლატფორმის Support-თან საუბარი დიდ დროს წაგართმევს.

მოკლედ, ამ შარში რომ არ გაჰყო თავი, მინდა ის ძირითადი პრინციპები გაგაცნო, რაზე დაყრდნობითაც მუშაობს პლატფორმის პოლიტიკა 👇🏻

არ დაარღვიო პლატფორმის Community Standards
ყველა შეზღუდვა, რასაც ქვემოთ დავწერ სწორედ ამ სტანდარტებს მიეკუთვნება. მის მთლიანად განხილვას არ ვაპირებ, რადგან ძალიან, ძალიან დიდია, მაგრამ პრინციპები უნდა გესმოდეს.

  • იკრძალება ძალადობის და კრიმინალის ნებისმიერი ფორმით დარეკლამება. არ არის აუცილებელი, რომ პირდაპირ უჭერდე მხარს, ირიბი მხარდაჭერაც საკმაირისა.
  • ასევე აკრძალულია ნებისმიერი ისეთი აქტივობა, რომელიც ადამიანის უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას. აქ იგულისხმება ბულინგიც და შანტაჟიც.
  • იკრძალება ისეთი პოსტის განთავსება, რომელიც თაღლითობის ნიშნებს შეიცავს
  • ასევე იკრძალება რეგულირებულ პროდუქციაზე რეკლამის გაკეთება (თამბაქო, ნარკოტიკი, იარაღი).

ეს ყველაფერი უფრო ზოგადი იყო. ახლა ცოტა უფრო კონკრეტულ მაგალითებს გეტყვი. აბა წავედით 👇🏻

Adult Content 🔞

როგორც იცი Facebook-ზე დარეგისტრირებისთვის სრულწლოვნობა არ არის საჭირო. სწორედ ამიტომ, პლატფორმა ცდილობს დაიცვას არასრულწლოვანი მომხმარებლების უფლებები. მასალა, რომელიც რაიმე სახის სიშიშვლეს, ან არასაბავშვო კომპონენტებს შეიცავს, ის აუცილებლად დაიბლოკება.

ზიზღის ენა და ჩაგვრა 📵

ნებისმიერი შენს მიერ დარეკლამებული პოსტი, რომელიც ზიზღის ენას შეიცავს დაიბლოკება და ბანსაც მიიღებ საჩუქრად. აქ იგულისხმება როგორც შეურაცხყოფა, ასევე დისკრიმინაცია ნებისმიერი ფორმით, მათ შორის რასის, კანის ფერის, ეთნიკური, სექსუალური ორიენტაციის თუ ნებისმიერი სხვა საფუძვლით.

არალეგალური ნარკოტიკული საშუალებები 🍀

პლატფორმა განასხვავებს ნარკოტიკებს იმის მიხედვით, თუ რომელი არის ლეგალური და რომელი არ არის. სწორედ ამიტომ, საქართველოში შეგიძლია რეკლამა გაუწიო ალკოჰოლს (კლასიკური გაგებით ალკოჰოლიც ნარკოტიკია და ყავაც 🙂 ). თუმცა, რადგან არ არის ლეგალური მარიხუანა, მისი რეკლამირების შემთხვევაში აუცილებლად დაიბლოკები. ამ ყველაფერში ის წამლებიც იგულისხმება, რომლებსაც სჭირდება რეცეპტი გასაყიდად (გაითვალისწინე, რომ ასეთი დაზუსტებული რეგულაციები აშშ-ში და განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებს, საქართველოში ასეთი პრაქტიკა ნაკლებად გვაქვს).

თამბაქო და ელ.სიგარეტი 🚭

“დაანებე თავი ელექტრო სიგარეტით!” – არა, ეგ არ არის თავის დანებება. ეგ არიც ისევ თამბაქოს მოხმარება, უბრალოდ სანთებელა აღარ დაგჭირდება. თამბაქოს ნებისმიერი სახის რეკლამა დაიბლოკება, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ბევრ ნიკოტინს შეიცავს პროდუქტი.

იარაღი და ფეთქებადი საშუალებები 💣

თუ გვერდს გააკეთებ, სადაც ცეცხლასროლ ან ნებისმიერ სხვა იარაღს განათავსებ პრობლემა არ შეგექმნება, მაგრამ მისი დარეკლამება აკრძალულია. აკრძალულია მათ შორის ამუნიციის, წიწაკის სპრეის, დანის და ნებისმიერი თავდაცვის საშუალების დარეკლამება.

როგორც უკვე გითხარი მთელი Community Standards-ის განხილვა შეუძლებელია, რადგან უბრალოდ ძალიან დიდია. მაგრამ, ამ სტატიის მერე მგონი უფრო კარგად გაერკვევი რისი რეკლამა არ უნდა გააკეთო. ხოლო, სოც.მედიის უკეთ გამოყენება თუ გინდა, მაშინ ჩვენი კურსი შემიძლია გირჩიო.

მსგავსი სიახლეები