fbpx




არჩილ სვანიძე
ავტორი
არჩილ სვანიძე
11 აპრილი
10 წუთში წასაკითხი

ადაპტაცია IOS 14-თან

თუ ციფრულ მარკეტინგში და რეკლამების ონლაინ განთავსებაში დიდ დროს ატარებ, მაშინ IOS 14-ზე და IDFA armageddon-ზეც გაიგებდი. ამ თემაზე ჩემი ლინკდინის ვიდეოც შეიძლება ნახეთ, სადაც ზუსტად ამ თემაზე ვსაუბრობ და დაგპირდით, რომ ელ-ფოსტაზე გამოგიგზავნიდით ყველას ამ პრობლემის გადაჭრის გზებს. ელ-ფოსტაზე ინფორმაციის გამოგზავნაზე უკეთესი მგონი ეს სტატია იქნება, სადაც ყველაფერს განვიხილავ, რაც ამ თემას ეხება და ასევე ახალი ინფორმაციით მუდმივად განვაახლებ ✊🏻


ყველა ციფრულმა მარკეტერმა იცის, რომ რაღაც ახალი განახლება (update) გამოდის, მერე ყველას უჩნდება შიში, რომ რეკლამირება გართულდება და – საბოლოოდ არაფერიც არ ხდება, ადაპტაციას გავდივართ და ვსწავლობთ როგორ ამოხსნათ ციფრული მარკეტინგის ახალი თავსატეხები.

ცა ჩამოიქცა Facebook ისთვის


თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უამრავი ადამიანის აღშფოთება და შიში იმის შესახებ, რომ რეკლამის გაკეთება ისეთი აღარ იქნება როგორც ადრე იყო, აზრსმოკლებულია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ეს შემთხვევა განსხვავდება ჩვენი წარსული გამოცდილებებისგან. მოკლედ, სტატიაში ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ: მიზეზებსაც, გამოსავალსაც და ა.შ.

აბა წავედით 👇🏻


რა არის განსხვავებული IDFA-ს update-ში?

პირველ რიგში ამ დრამატული ცვლილების მნიშვნელობა რომ გავიგოთ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ: ეს ცვლილება მოდის Apple-სგან და არა რომელიმე სარეკლამო პლატფორმისგან, როგორც აქამდე ხდებოდა ხოლმე.

როცა რამე დიდი ცვლილება ხდებოდა, ძირითადად ამას რომელიმე დიდი სარეკლამო პლატფორმა ახორციელებდა, Facebook, Google ან სხვა. მათი შემოსავლები სწორედ რეკლამას ეყრდნობა, ანუ სანამ დიდ ცვლილებებს გააკეთებენ, დიდ ხანს ფიქრობენ იმაზე, რომ ამ ცვლილებებმა მარკეტერებს ადაპტაციის პრობლემა არ შეუქმნას. ისინი ცვლილებებს ისე აკეთებენ, რომ თან პლატფორმა განვითარდეს და თან რეკლამის კეთება ისევ მარტივი იყოს, რათა ისევ ბევრი ფული აკეთონ. 💰

აი რაც შეეხება Apple-ს, ისინი ამ პლატფორმებზე გაკეთებული რეკლამებით ფულს ვერ იღებენ. ამიტომ, გაგიკვირდებათ და საერთოდ არ აინტერესებთ მარკეტერებს პრობლემა შეექმნებათ თუ არა რეკლამის კეთებისას. IOS 14 ისე შექმნეს, რომ ფიქრობდნენ საკუთარი მომხმარებლების კომფორტსა და დაცულობაზე და ციფრული მარკეტინგით დაკავებული ხალხის მოსალოდნელი თავის ტკივილი არ გაუთვალისწინებიათ.


რა იცვლება IOS 14-ში?

PMC Protocol

PMC – Private Click Measurement Protocol. ყველაზე დრამატული ცვლილება სწორედ PMC-ს ეხება. ის პირველად 2019 წლის მაისში გამოჩნდა და შეიქმნა იმისთვის, რომ Cookie-ზე დაფუძნებული მომხმარებლების ქცევის ანალიზი გართულებულიყო.

Cookie ყველას გაგვიგია, მაგრამ ცოტა უფრო კარგად რომ ვიცოდეთ რას აკეთებს:

– შენ აკეთებ რეკლამას რომელიმე აპლიკაციაში, მაგალითად Facebook-ზე.
– გიორგი ნახულობს შენს რეკლამას და აჭერს მას(განიცდის ინტერაქციას). ამ დროს ხდება მის Cookie ში ჩახტომა. 
– Facebook-ის Cookie იკვლევს გიორგის ქცევას შენს საიტზე და მის გარეთ,  ამ ინფორმაციას კი აწვდის Facobook -ს შესაბამისი შედეგებით, კონკრეტულ მეტრიკებში. 

– თუ ვერ მიიღებ შენთვის შესაბამის შედეგს გაქვს საშუალება Remarketing ის


სწორედ ამიტომ არის, რომ თუ ერთხელ მოიძიებ ჩოგბურთს, შემდეგ მთელი კვირა ჩოგნის რეკლამები გხვდება. Facebook, Google და ყველა ასეთი პლატფორმა ასეთ ინფორმაციას იყენებს იმისთვის, რომ გაიგოს რომელი ინფორმაციაა შენთვის საინტერესო და რომელი არა, რომ შემდეგ “სწორი” რეკლამა მოგაწოდოს.

Apple-ში კი ფიქრობენ, რომ სარეკლამო პლატფორმები ასეთი სახის ინფორმაციას არ უნდა იღებდნენ მომხმარებლებისგან და ამიტომ მათი დაცვის მიზნით საქმეს ურთულებენ მარკეტერებს.

რა ხდება PMC პროტოკოლით? 🔐

– შენ ისევ აკეთებ რეკლამას, მაგალითად Facebook-ზე.
– გიორგი ნახულობს ამ რეკლამას და აჭერს მას.
– ეს დაკლიკვა (click) ინახება Apple-ს მიერ ბრაუზერში ან აპლიკაციაში.(არა Cookie -ში)
– თუ გიორგი 7 დღის განმავლობაში იგივე ბრაუზერზე ან აპლიკაციით დააკლიკავს რეკლამაზე და ამ  ქმედების შემდეგ განახორციელებს კონკრეტულ აქტივოებას, ბრაუზერი აგზავნის კონვერსიას 24-48 საათის დაგვიანებით, რომ “ვიღაცამ ქმედება განახორციელა”. ვინ არის ეს “ვიღაც” და რა ქნა რეკლამაზე გადასვლის შემდეგ არ ჩანს, თუ სხვა ბრაუზერი ან აპლიკაცია გამოიყენა. 

იმასთან შედარებით, რა ნაბიჯებიც ცოტა ხნის წინ ჩამოვთვალეთ ძალიან დიდი სხვაობაა, არა?! თუ PMC პროტოკოლის გარეშე მარკეტერები ყველაფერს იგებდნენ მომხმარებელზე, PMC თამაშის წესებს მთლიანად ცვლის. ეს ყველაფერი კი ყველაზე იმოქმედებს, ვინც რეკლამას დებს ნებისმიერ პლატფორმაზე.

Conversion Tracking

Apple ინახავს ყველა სახის ინფორმაციას, რაც რეკლამას შეეხება და ინფორმაციის მხოლოდ ნაწილს აგზავნის პლატფორმაზე, მაგალითად Facebook-ზე.

საბოლოოდ, მხოლოდ ერთ დომეინზე მხოლოდ 8 კამპანიის ოპტიმიზაცია შეგვიძლია. შეგიძლია ისევ გააკეთო ბევრი რეკლამა, მაგრამ Apple მხოლოდ 8 ცალს მიიღებს პრიორიტეტულად. პატარა კომპანიებისთვის ეს დიდი დარტყმა არ არის, მაგრამ როცა დიდ კომპანიაზე და დიდ სარეკლამო კამპანიებზე გვაქვს საუბარი, იქ 8-ზე ბევრად მეტს იყენებენ ხოლმე მარკეტერები.


გაზომვა

ციფრულ მარკეტინგში რთული და ამავდროულად ძალიან საჭიროა გავზომოთ შედეგები: გაამართლა თუ არა კონკრეტულმა რეკლამამ, რამდენად მოეწონათ ის მომხმარებლებს, რამდენ ხანს დარჩნენ საიტზე და ა.შ. PMC პროტოკოლი ე.წ. click data-ს, ანუ დაკლიკვების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ 7 დღით ინახავს.

Apple-ს არგუმენტი ის არის, რომ მომხმარებელს რეკლამა 7 დღეზე მეტი ხნით ისედაც არ ახსოვს და 7 დღის შემდეგ მომხდარი ინფორმაცია მარკეტერს აღარ სჭირდება. ცხადია ეს საკამათოა.

ასევე, რადგან PMC პროტოკოლი აგზავნის ინფორმაციას პლატფორმაზე 24-48 საათში, გვაქვს მცირე დაგვიანებაც, რამაც შეიძლება დააზიანოს პატარა კომპანიები, რომლებსაც არ აქვთ დიდი ბიუჯეტი, რადგან კამპანიის წარმატების შესახებ ინფორმაციას მომენტალურად ვერ იგებენ და არ შეუძლიათ განსაზღვრონ შემდეგი ნაბიჯები.

Targeting 🎯

Facebook ძალიან დიდ ინფორმაციას ფლობს მომხმარებლების შესახებ. ამ ინფორმაციას ფლობს Facebook-ით და Instagram-ით, მაგრამ თუ ინფორმაცია აღარ ექნება მომხმარებლებზე, მაშინ რეკლამა როგორ უნდა გავაკეთოთ?

სწორედ ეს ხდება მთავარი პრობლემა. უამრავი ინფორმაცია როცა აქვს მარკეტერს, სამიზნე აუდიტორიის მოძებნა მარტივია, მაგრამ IOS 14 ამ ყველაფერს უფრო და უფრო გაართულებს.

 


რა გავლენას მოახდენს IOS 14 ბიზნესზე? 📉

გავლენას ნებისმიერ შემთხვევაში მოახდენს, მაგრამ ეს გავლენა დამაზიანებელი იქნება თუ არა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის რეკლამებს აკეთებ.

თუ რეკლამას Facebook-ზე აკეთებ იმისთვის, რომ Awareness გაგეზარდოს, მაშინ დიდი ცვლილება არ მოხდება.(რადგან აქსელერაცია ჩვენებებზეა მხოლოდ) მომხმარებელი გაიგებს შენი კომპანიის არსებობის შესახებ და დაამახსოვრდება.(თუ კარგი კომუნიკაცია გექნება) 

მაგრამ, თუ მომხმარებლებს რეკლამის საშუალებით სთავაზობ პროდუქტს, თანაც ისეთს, რომელზეც სურს რომ დაფიქრდეს შეძენამდე, მაშინ არ გაგიმართლა, რადგან მომხმარებლის ქცევის გაზომვა მხოლოდ რამდენიმე დღით იქნება ხელმისაწვდომი.

გავლენას მოახდენს აუცილებლად, რადგან საკმაოდ ბევრს აქვს Iphone და მათ აუცილებლად მიუვათ IOS 14 განახლება. მათ, ვისაც ანდროიდი აქვთ, რა თქმა უნდა, ეს ცვლილება არ ეხებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ციფრულ მარკეტერებს ცხოვრება არ გაურთულდათ.

როგორ გავიაროთ ადაპტაცია IOS 14-თან?

ეს ცვლილება ნამდვილად ბევრ რამეს შეცვლის, თუმცა რას ვიზამთ – მასთან ადაპტაცია აუცილებლად მოგვიწევს. მასთან ადაპტაცია კი ნიშნავს იმას, რომ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რაც ამ შეზღუდვების ფონზე რჩება.

დომეინების ვერიფიცირება

ალბათ უკვე გაკეთებულიც გაქვს ეს, მაგრამ თუ ჯერ არ გაგიკეთებია ახლა არ გადადო ეს საქმე.

ამ საქმეში სავარაუდოდ დეველოპერის დახმარება დაგჭირდება, თუმცა ვერ ვიტყვით რომ ძალიან კომპლექსური საქმეა გასაკეთებელი – სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.

დომეინის ვერიფიცირებისთვის საჭიროა დაამტკიცო, რომ შენ გაქვს წვდომა საიტის backend-ზე. ანუ მაგალითად, დაამატო DNS TXT Facebook-დან DNS ჩანაწერს, ატვირთო Facebook-provided HTML ფაილი web directory-ზე, ან დაამატო თეგი  <head> section შენს home page-ზე. მოკლედ, ხომ გითხარი დეველოპერის დახმარება დაგჭირდება თქო, ციფრული მარკეტერებისთვის ცოტა ჩინურია, მაგრამ დეველოპერი ამას ძალიან მარტივად გააკეთებს.

შეარჩიე 8 მნიშვნელოვანი Event

როგორც უკვე ვთქვი, მხოლოდ 8 კამპანიის ოპტიმიზაცია შეგიძლია Events manager-ში. სწორედ ამიტომ, უნდა აარჩიო 8 event, რომელზეც გამოიყენებ ამ შეზღუდულ “პრივილეგიას”.

Attribution Window

ყველაზე რთული რაც ხდება IOS 14-ის პირობებში არის რემარკეტინგი. ინფორმაციას 7 დღის შემდეგ კარგავ, ამ ინფორმაციასაც მომენტალურად ვერ იღებ.

 

გამოიყენე Facebook Conversion API

Facebook API

 

იპოვნე ახალი ალტერნატიული გზები შენი ხარისხიანი Funnel ის ასაგებად 


ამისთვის საჭიროა, რომ სხვა გზებიც ვიპოვოთ რეკლამისთვის, მაგალითად მომხმარებლებისგან ტელეფონის ნომრების და ელ-ფოსტის მოპოვება, ან საერთოდაც საკუთარ საიტზე რეგისტრაცია, ინფორმაციის გამორთმევა Acquisition. 

ძალიან ძლიერმა მარკეტერმა თქვა, რომ ასე თუ გაგრძელდება Facebook მხოლოდ შენს Custom აუდიტორიებზე იმუშავებს და ეს დღე მალე მოვა, ამიტომ საჭიროა ამ ყველაფერს მომზადებულები დავხვდეთ.

ცხადია ეს იმ მასშტაბის და იმ რაოდენობის მომხმარებელზე ვერ გაგიყვანს, მაგრამ ბევრად უფრო ეფექტიანი შეიძლება ასე გახდეს მარკეტინგული კამპანია – სწორი მესიჯების მიწოდება სწორი ადამიანებისთვის.

 

აქვე გაითვალისწინე ისიც, რომ E-mail მარკეტინგს საქართველოში არ სცემენ დიდ პატივს(დიდი ბაზების მქონე კომპანიების გარდა), თორემ უცხოურ ბაზარზე დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო გზად ითვლება – იაფია და ძალიან ეფექტური.


და ბოლოს, რა შეიძლება ითქვას? ციფრულ მარკეტერებს ნამდვილად გაგვირთულდება ცხოვრება IOS 14-ის გამო, მაგრამ გამოუსწორებელი არაფერია. გაითვალისწინე ჩემი რჩევები და რეკლამას ისევ ისეთი წარმატებით გააკეთებ.

და აქვე, როცა სოც.მედიაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ვახსენო ჩვენი კურსი, რომელსაც უკვე ათობით წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს. თუ ეს სტატია არ გეყო და გინდა სოციალურ მედიაზე უფრო მეტი იცოდე, მაშინ დარეგისტრირდი ჩვენს კურსზე და დაემგზავრე ჩვენს ციფრულ ავტობუსს!

 

მსგავსი სიახლეები