fbpx




8 თებერვალი 3 წუთში წასაკითხი

Meta-ს დამატებითი ცვლილებები და რეკლამის მიზნობრივი შეზღუდვები მოზარდი მომხმარებლებისთვის

მოკლე ინფორმაცია:

Meta აგრძელებს თინეიჯერი მომხმარებლებისთვის ასაკის შესაბამისი სარეკლამო გამოცდილების დაპრიორიტეტებას. მიუხედავად იმისა, რომ სქესი აღარ იქნება მიზნობრივი მეტრიკა, ასაკი და ადგილმდებარეობა მაინც რჩება მეტას მნიშვნელოვან კრიტერიუმებად.

სხვა ცვლილებებთან ერთად, მარტში მოზარდებს შეეძლებათ მართონ მათთვის მიწოდებული რეკლამის ტიპები, რაც მათ საშუალებას მისცემს გაფილტრონ სასურველი კონტენტი.

მეტამ ასევე დაამატა კონფიდენციალურობის ახალი გვერდი, რომელიც მოზარდებს დამატებით რესურსებს სთავაზობს, რათა დაეხმარონ მათ კონფიდენციალურობის დაცვაში. 

 

უფრო ვრცლად

Meta სულ უფროდაუფრო მეტად ექცევა ყურადღების ცენტრში მისი სარეკლამო პრაქტიკის გამო – რომელიც ბოლო დროს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის მიერ უკანონოდ იქნა მიჩნეული. 

სწორედ ამიტომ, მიმდინარეობს საუბრები თინეიჯერი მომხმარებლების დასაცავად, რომელიც ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიის გამოძიებასაც მოიცავს.

Meta-ს განახლებების მიხედვით, რეკლამის განმათავსებლები ვეღარ შეძლებენ თვალყური ადევნონ მოზარდებს მათ პლატფორმებზე. ასევე მათთვის შეუძლებელი იქნება გამოიყენონ სქესი, როგორც მიზნობრივი ვარიანტი. 

თუმცა როგორც აღვნიშნეთ, ასაკი და მდებარეობა კვლავ ხელმისაწვდომი იქნება, რადგან ეს მონაცემები რეკლამის განმთავსებლებს რელევანტურობის უზრუნველყოფაში ეხმარება.

”ჩვენ ვაღიარებთ, რომ მოზარდებს ნაკლებად შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება მათი ონლაინ მონაცემები რეკლამისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მათ შესაძენად ხელმისაწვდომი პროდუქტების ჩვენებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანია ასევე უზრუნველყოფს დამატებით ინსტრუმენტებს პარამეტრების გვერდზე, რათა მოზარდებმა აირჩიონ „ნაკლების ნახვა“ ან მიანიჭონ ნაკლები უპირატესობა იმ რეკლამის ტიპებს, რაც მათთვის არარელევანტურია. 

Meta-ს აკრძალვები რეკლამების შეზღუდულ კატეგორიებზე, როგორიცაა ალკოჰოლი, ფინანსური პროდუქტები და წონის კლების სერვისები კვლავ მოქმედებს, თუმცა განახლებები საშუალებას მისცემს ახალგაზრდა მომხმარებლებს აღნიშნონ კონკრეტული ინდუსტრიები ან რეკლამები, რომელთა ნახვა ნაკლებად სურთ. 

და ბოლოს, Meta დაამატებს ინფორმაციას პლატფორმის ხელსაწყოებისა და კონფიდენციალურობის პარამეტრების შესახებ, რათა მოზარდებმა უკეთ გააკონტროლონ და დაიცვან თავიანთი კონფიდენციალურობა.

ცვლილებები ასახავს კომპანიის კვლევებს, მშობლებისა და ბავშვთა განვითარების ექსპერტების გამოხმაურებას, გაეროს ბავშვთა უფლებების პრინციპებსა და გლობალურ რეგულაციას. ზომები ასევე ეფუძნება 2021 წელს განხორციელებულ ცვლილებებს, რომლებიც მოიცავს რეკლამის განმთავსებლების შესაძლებლობის კონტროლს მოზარდების მიმართ ინტერესისა და აქტივობების საფუძველზე.

Meta-მ ასევე შეიმუშავა მანქანათმცოდნეობის ახალი სისტემა. ის მიზნად ისახავს რეკლამაში ალგორითმული მიკერძოების შემცირებას. სისტემა შემუშავდა იუსტიციის დეპარტამენტთან ერთად, რომლის მიხედვითაც კომპანიის ალგორითმები მოემსახურება რეკლამას, რომელიც დაფუძნებულია ფედერალურად დაცულ მახასიათებლებზე, როგორიცაა სქესი, რასა და ეთნიკური წარმომავლობა.

 

თუ უფრო მეტი ინფორმაციის გაგება გსურს, შემოგვიერთდი სოციალური მედიის მართვის კურსზე : სოციალური მედიის მართვის კურსი – Digital Bus • Academy

მსგავსი სიახლეები