ქოფირაითინგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია მარკეტინგის გრძელ ჯაჭვში. ამ ბლოგში მოგიყვებით ყველაფერს, რაც 2022 წელს უნდა გაითვალისწინო თუ წინსვლა და წარმატება ჩაიფიქრეთ.
ქოფი ჩვენი არსობისა!
ქოფირაითინგი დამარწმუნებელი მარკეტინგული და სარეკლამო ტექსტის შექმნის პროცესია, რომელიც ადამიანებს კონკრეტული მოქმედებისკენ უბიძგებს. ჩვენ ვიყენებთ ტერმინს „ქოფი“ ვებ გვერდის შინაარსის, სოციალური მედიისა თუ მარკეტინგული იმეილისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქოფირაითინგი თავისთავად პროფესიაა, ის ასევე მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც ყველა მარკეტერს უნდა ჰქონდეს.
უნდა ითქვას, რომ ქოფის სწორად შექმნა (მიზანმიმართული შეტყობინებით), რომელიც მოხიბლავს და მოქმედებაში ჩართავს პოტენციურ მომხმარებელს, ადვილი არაა. თუმცა, თუ სიტყვებით ჯადოქრობით ხართ დაინტერესებული თქვენ სწორ ადგილას ხართ!
Storytelling-ი უპირველეს ყოვლისა!
ყველა კომპანიას აქვს რაღაც მოსაყოლი, იქნება ეს ბლოგი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ, თუ უახლესი პროდუქტის შექმნის ისტორია. ჩვენ გარშემორტყული ვართ ამბებით და თავადაც ხშირად ვყვებით … მაშ, ამბებით მოჭედილ უზარმაზარი ინტერნეტის კაბადონზე როგორ გავხადოთ ჩვენი ამბავი ყველაზე ბრჭყვიალა, განსაკუთრეული, თვაშისაცემი და წაკითხვადი?
სპეციალისტები თანხმდებიან, რომ კარგი მარკეტინგული ქოფის ფუნდამენტი სთორითელინგი, იგივე ამბის მოყოლაა. ესაა თხრობა, რომლის მეშვეობითაც იხატება ისტორია, იდგმება სცენა და მკითხველი ამ ამბავში მოგზაური ხდება.
ქოფირაითინგი რომ კრიტიკულად მნიშვნელვანი ელემენტია მარკეტინგში ეს სწორედ სთორითელინგთანაა დაკავშიორებული – ის ცდილობს დაიჭიროს შენი აუდუტორიის ყურადღება, მათი ცნობისმოყვარეობით. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რომ ადამიანებს თქვენი ბრენდის ამბები ნაკლებად აინტერესებთ (საკუთარიც ეყოფათ საფიქრალად), აი თუ თავად იქნებიან გმირები თქვენს მონათხრობში, მათ ყურადღებას ნამდვილად მიიპყრობთ.
დონალდ მილერი საკუთარ წიგნში „Building a StoryBrand” საუბრობს სთორითელინგისა და მარტივად წერის მნიშვნელობაზე „არავინ მოგისმენს, თუ თქვენი მესიჯი არ არის ნათელი(სრულიად გასაგები)“.
ამავე წიგნში მილერი ძირითად ფორმულას გვთავაზობს, რომელიც ბრენდებმა ამბის მოყოლისას უნდა გაითავალისწინონ:
ეს პრინციპი ადამიანებს აჩვენებს, რომ კონკრეტულ მომსახურებასა თუ პროდუქტს მათ ცხოვრებაზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია.
Brand Voice-ის ცოდნა = სწორ ქოფის
როგორია თქვენი კომპანიის Brand Voice? ეს მარკეტინგული ქოფირაითინგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რამდენადაც მომხმარებელთან კომუნიკაცია ბრენდის იდენტობის ნაწილია.
კომპანიების Brand Voice-ი განსხვავებულია სამიზნე აუდიტორიისა და მიზნის მიხედვით. ეს შეიძლება იყოს თავისუფალი, ინტელექტუალური, მხიარული, მზრუნველი და ა.შ.
ე.წ ბრენდის ხმა მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც გკარნახობთ რა უნდა გააკეთოთ და რა არა, ესაა მინიშნება, როგორც თარგი, რომელიც თქვენი ბრენდის იდენტობის სილუეტს განსაზღვრავს.
და ბოლოს, მნიშვნელოვანია განასხვაოთ ბრენდის ჟღერადობა და ხმა. გახსოვდეთ ხმა ყოველთვის მუდმივია, რაც გამოარჩევს, განასხვავებს და არ აქვს მნიშვნელობა თუ სად ხედავს აუდიტორია თქვენს ქოფის. ამის საპირისპიროდ, კომპანიის საშობაო იმეილი ან სოციალური მედიისთვის პოსტი სხვადასხვანაირად გაიჟღერებს -თემატიკიდან და მიზნიდან გამომდინარე. ასე რომ, ვქმნით ბრენდის ხმას, როგორც მუდმივი იდენტობის ნაწილს და ვარჩევთ სხვადასხვა ჟღერადობას, პერიოდისა და მიზნის მიხედვით.
დაადგინეთ SMART მიზნები
მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ ბრენდ ვოისს, ფოკუსირება გააკეთეთ თქვენი ქოფის მიზანზე, ანუ რა ქმედებას ელით მომხმარებლებისგან მისი წაკითხვის შემდეგ. კარგი ქოფის შესაქმნელად სასარგებლოა თქვენს ბაზარზე არსებული 5-10 პრობლემის (მნიშვნელოვანი საკითხის) და მათი ეფექტების ჩამოთვლა, საკითხის სიღრმისეულად გაცნობის შემდეგ ქოფის შედგენა და მომხმარებლისთვის საკუთარი პროდუქტის დადებით გავლენაზე საუბარი ბევრად მარტივი და შედეგიანია.
ქოფირაითერებს, რომლებსაც ესმით როგორ გამოიყენონ SMART მიზნების დასახვის სტრატეგია, შეუძლიათ შექმნან უმაღლესი ხარისხის ქოფი. მოკლედ, დაინახეთ პრობლემა, გაერკვიეთ მისი მოქმედების ეფექტებზე და შესთავაზეთ გამოსავალი პოტენციურ მომხმარებელს.
მოკლე გზამკვლევი საუკეთესო მარკეტინგული ქოფის შესადგენად
1. სათაური
შექმენით მოკლე შეტყობინება გრძელი გზის დასაწყებად- სათაური რამდენადაც ეფექტური, იმდენად მარტივი და მოკლე უნდა იყოს.
2. გამართული მართლწერა
ეს აუცილებელია, მკითხველი ამჩნევს შეცდომებს.
3. მოერიდეთ გრძელ და ფანტასტიკურ სიტყვებს
ჩვენ გირჩევთ, რომ არ გამოიყენოთ მაღალფარდოვანი სიტყვები. ასევე, მოერიდეთ დიდ სიტყვებს, რომელიც ისეთ შეგრძნებას ტოვებს თითქოს ძალიან ცდილობთ რაიმეს…
4. იყავით ლაკონური და მკაფიო
სიცხადით წერა ნიშნავს იყო ლაკონური. არასაჭირო სიტყვები ხშირად აქვეითებს გადმოცემული გზავნილის მნიშვნელობას.
5. მიჰყევით AIDA-ს მოდელს
ეს არის დადასტურებული ფორმულა, რომელიც ასე მუშაობს:
იქცევს ყურადღებას;
აჩენს ინტერესს;
აღძრავს სურვილი;
მოუწოდებს მოქმედებისკენ.
6. გამოიყენეთ მონაცემები და კვლევა
თქვენი აუდიტორიის ცოდნა ყველაფერია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ქოფის ეხება – გამოიკვლიეთ მათი სურვილები, პრობლემები, ჩაატარეთ კვლევები.
7. უკუკავშირი
თქვენი ქოფის დახვეწისთვის საუკეთესო „უცხო თვალის“ შენიშვნებია- მოითხოვეთ გამოხმაურება კოლეგებისგან, პარტნიორებისგან ან მეგობრებისგან, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი შეტყობინება სწორად იგზავნება.
ქოფირაითინგი სხვადასხვა არხებისთვის
სოციალური არხები სხვადასხვა აუდიტორიამდე მისაღწევადაა შექმნილი, ამიტომ წერის განსხვავებული სტილი მოქმედებს (ისევე როგორც თქვენი ვიზული მასალა განსხვავდება არხების მიხედვით) ყველგან. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლის მოთხოვნები მაგალითად Snapchat-სა და LinkedIn-ზე სრულიად განსხვავდება, ამიტომ თითოეული პლატფორმისთვის ქოფი ინდივიდუალურად იქმნება.
ჩაეშვით თქვენი მომხმარებლების გონებაში, იფიქრეთ იმაზე, თუ რა იჭერს მათ თვალებს ინსტაგრამზე, ფეისბუქსა და ტვიტერზე. დააკვირდით რა გჭირდებათ იმისათვის, რომ მათ სქროლვა შეაჩერონ.
მიაწოდე ინფორმაცია იმის მიხედვით, თუ რა იციან შენზე
მრავალფეროვანი აუდიტორიისთვის მარტივი არ არის ინფორმაციის სწორად მიწოდება, წარმოიდგინე მოგდის შენი საყვარელი ბრენდის იმეილი, აი მაგალითად კოკაკოლა, რომელიც გწერს, რომ ის არის გამაგრილებელი, ცივი, გაზიანი სასმელი და ა.შ ეს ინფორმაცია არაფერში გარგებს ხომ ასეა? ამიტომ მნიშვნელოვანია მომხმარებელს ან პოტენციური მომხმარებელს ინფორმაცია შენ შესახებ, მათივე ცოდნის საფუძველზე მიაწოდოთ. ჩვეულებრივ სამ კატეგორიაში ნაწილდება აუდიტორია:
ფეისბუქის ქოფირაითინგის ფორულა
ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პლატფორმა ფეისბუქია, მაშასადამე აქ ყურადღების მიპყრობა და თავის გამოჩენა რთული, ამიტომ მნიშვნელოვანია ასჯერ გავზომოთ სანამ ერთხელ გამოვაქვეყნებთ.
Microsoft-ის თანახმად, ადამიანის საშუალო ყურადღების დიაპაზონი 8 წამია. ამიტომ ფეისბუქის დამაჯერებელი ქოფი უნდა იყოს ლაკონური, მკაფიოდ გამოხატული საკითხითა და მისი გადაწყვეტის გზით, თქვენი ბრენდის მიერ (ასე რომ ნუ დაკარგავთ დროს თქვენი თავის წარმოჩენაში, თუ რამდენად შესანიშნავი და უალტერნატივო ხართ, ეს არავის აინტერესებს).
იმეილ მარკეტინგის ქოფირაითინგი
ელ.ფოსტის ქოფი Facebook-ის მსგავსია, მაგრამ არის განსხვავებაც. იმის გამო, რომ ელ.ფოსტაში უფრო რეალისტური გარემოა, აქ უფრო მეტი ინფორმაციაა ვიდრე რეკლამა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დაწეროთ ერთფეროვანი ტექსტი, კრეატივისთვის ყველა კარი ღიაა. ელ.ფოსტა, როგორც დამატებითი ადგილი, საშუალებას გაძლევთ ვრცლად წარმოაჩინოთ თქვენი შეთავაზება.
ნამდვილი ქოფი მკითხველს მოქმედებისკენ მოუწოდებს
ყველა ნამდვილი მარკეტინგული ქოფი უნდა შეიცავდეს მოწოდებას მოქმედებისკენ, რამდენადაც თქვენ ვერასდროს მიიღებთ იმას, რასაც არ ითხოვთ.
თუმცა ჯერ თავად დარწმუნდით თუ რას ელით მომხმარებლებისგან მას შემდეგ, რაც თქვენს ქოფის წაიკითხავენ.
არსებობს რამდენიმე ხრიკი და სიტყვა, რომელიც უნდა შეიცავდეს მოქმედებისკენ მოწოდებას, მაგალითად „დაიწყე ახლავე“, „ახლა“ და ა.შ
თქვენმა მოწოდებამ აუდიტორია გადაუდებელი მოქმედებისთვის უნდა შთააგონოს. თავისუფლად სცადეთ სხვადასხვა ფორმულების ვარიაციები, რათა მიაგნოთ იმას, რაც ყველაზე კარგად მუშაობს თქენს აუდიტირიაზე.
სწორი და ეფექტური ქოფი დაგეხმარებათ ისმოდეს თქვენი ხმა ციფრული სამყაროს ხმაურში და აურზაურში, კარგი ქოფი გამოგარჩევთ კონკურენტებისგან და იქნებით მუდივად მოძრავი, მზარდი, წარმატებაზე ორიენტირებული კომპანია.
მარკეტინგული ქოფის წერა მართლა ჯადოქრობას გავს, ის მუშაობს, მიზნებს აღწევს, მწვერვალებს იპყრობს და საერთოდაც თავად ქმნის მათ.
სულ, სულ თავიდანაც ხომ სიტყვით დაიწყო ყველაფერი – „დაე იქმნას ნათელი“.
ესეც შენი ერთგვარი მოწოდება, რომ შემოუერთდე კურსს 🤣
დაბალანსებული სამუშაო პროცესის საიდუმლო თანამედროვე სამყაროში