fbpx




29 ივლისი 3 წუთში წასაკითხი

რა არის Facebook Pixel და რატომ არის აუცილებელი ბიზნესისთვის მისი გამოყენება?

ციფრულ სამყაროში ცხოვრებამ ყველაფერზე იქონია გავლენა, მათ შორის რეკლამის კეთებაზეც. ჩვენს რეალობაში, მარკეტინგის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ციფრული მარკეტინგი გახდა, ხოლო რეკლამის, სოციალურ მედიაში განთავსებული რეკლამა. ხოდა მოკლედ, თუ Facebook-ზე, ან Instagram-ზე რეკლამირებით ხარ დაკავებული, მაშინ Facebook Pixel-ზე ჩენი ბლოგის წაკითხვა ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის. აბა წავედით 🚌

რა არის Facebook Pixel?

Facebook Pixel არის ხელსაწყო, რომელსაც შენს ვებ-გვერდზე აინტეგრირებ. ის აგროვებს ინფორმაციას, რომელიც შემდეგ გეხმარება რეკლამების ოპტიმიზაციაში, კონვერსიების თრექინგში და Retargeting-ში, ანუ უკვე არსებულ მომხმარებელთან კიდევ ერთხელ მისვლაში.

როგორ მუშაობს Facebook Pixel?

Facebook Pixel მუშაობს Cookies-ის გამოყენებით. ის იყენებს იმ ინფორმაციას, რომელიც მომხმარებლის ინტერაქციის დროს გროვდება, როგორც საიტზე ყოფნისას, ასევე Facebook-სა და Instagram-ზე.

ძალიან ბევრი უცხო და უცნაური სიტყვა რომ არ გამოვიყენო, მაგალითის საშუალებით უკეთ აგიხსნი: ერთ-ერთი იუთუბერის Instagram სთორიში ძალიან ლამაზი აბაზანის ხალიჩა შემხვდა. მომეწონა, დავაჭირე და საიტზე გადასვლის შემდეგ, კალათაშიც კი დავამატე. მართალია ვაპირებდი შეძენას, მაგრამ შემდეგ ტელეფონზე დამირეკეს და საერთოდ გადამავიწყდა ეს ხალიჩა.

გავიდა 1 საათი, შევედი Instagram-ზე და ეს რეკლამა დამხვდა


ცოტა დავიძაბე, უკვე მეგონა რო მითვალთვალებდენ მაგრამ, ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევას დავაბრალე. კიდევ 1 საათის გასვლის შემდეგ შევედი Facebook-ზე და აი ეს დამხვდა


სინამდვილეში, კი არ გვითვალთვალებენ. უბრალოდ ძალიან საჭირო მარკეტინგულ საშუალებას, Retargeting-ს იყენებენ. მისი გამოყენებით შეგიძლია მომხმარებელს შეახსენო საკუთარი თავი და ის ხალიჩა, რომელიც მან კალათაში ჩააგდო, მაგრამ დაავიწყდა. Retargeting-ზე მეტის გაგება თუ გსურს, ჩვენს სტატიას შეგიძლია გაეცნო 🙌🏻

რა თქმა უნდა, Retargeting Facebook Pixel-ს ერთადერთი ფუნქცია არ არის. ის ასევე მნიშვნელოვნად დაგეხმარება tracking-ში, ანალიტიკასა და ოპტიმიზაციაში.

უფრო კონკრეტულად, რატომ უნდა დავაინსტალირო Facebook Pixel?

შეძლებ გაზარდო შემოსავალი Facebook-ზე შენს მიერ დახარჯული ფულით

Facebook Pixel-ის მონაცემები უზრუნველყოფს, რომ შენი რეკლამა ისეთმა ადამიანებმა ნახონ, რომლებმაც უფრო დიდი შანსია, რომ შენი სერვისი ან პროდუქტი შეიძინონ. ეს კი გაძლევს საშუალებას, რომ სოციალურ ქსელში რეკლამა უაზროდ არ განათავსო და კონკრეტულ შედეგს ელოდე: გაზარდო შენი სარეკლამო ხარჯების ეფექტიანობა და უკუგება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჯერ არ იყენებ სოციალურ ქსელებს შენი ბიზნესისთვის, Pixel მაინც უნდა დააინსტალირო. Pixel წინასწარ შეაგროვებს მონაცემებს და როცა სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებას გადაწყვეტ, ყველაფრის ნულიდან დაწყება აღარ მოგიწევს.

Facebook Pixel – კონვერსიებზე დაკვირვების საუკეთესო ხელსაწყო

Facebook Pixel გაძლევს საშუალებას, რომ ნახო როგორ იქცევა მომხმარებელი საიტზე, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში რეკლამას ნახავს.

მომხმარებლებზე დაკვირვება მათი მოწყობილობებისმიუხედავადაც კი შეგიძლია: შესაძლოა ლეპტოპით მოიძიოს ინფორმაცია რამე პროდუქტზე, მაგრამ შენი რეკლამა შემდეგ სმარტფონში შეხვდეს.

ეს იმაზე დაკვირვების საშუალებასაც გაძლევს, რომ გაიგო მომხმარებლები რეკლამის ნახვის შემდეგ ყიდვას ტელეფონით ამჯობინებენ თუ ლეპტოპით. ეს ინფორმაცია შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს შენი რეკლამირების სტრატეგიის შემუშავებისას. მართალია ამ ყველაფერზე IOS 14.5 განახლება მოახდენს გავლენას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არაეფექტური იქნება Apple-ს მოწყობილობებზე.

გამოიყენებ რეტარგეტინგს

როგორც უკვე ვახსენე, რეტარგეტინგი ძალიან, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ Facebook-ზე რეკლამის გაკეთებისას ვუთითებთ სქესს, ასაკს, საცხოვრებელ ადგილს და კიდევ უამრავ დეტალს, რომ სწორი სეგმენტაციის საშუალებით მივაწოდოთ პროდუქტი მომხმარებელს. მაგრამ წარმოიდგინე რამდენად ეფექტურია, როცა იმ მომხმარებელს აჩვენებთ რეკლამას, რომელსაც ზუსტად იცი, რომ შენი კომპანია აინტერესებს (აი აქ, ხალიჩაზე არსებული მაგალითი საუკეთესოა).

შექმნი მსგავს აუდიტორიებს

Facebook-ს შეუძლია გამოიყენოს მისი ინფორმაცია და მოგცემს საშუალებას, რომ შექმნა მსგავსი აუდიტორიები, ანუ აუდიტორიები, სადაც ხალხს აქვთ ერთნაირი ინტერესები, ერთნაირი დემოგრაფიული მახასიათებლები და სხვა.

შეძლებ Facebook რეკლამის ოპტიმიზაციას

ამდენი ინფორმაციის შეგროვებით, Facebook შეძლებს, რომ რეკლამები აჩვენოს მას, ვინც უფრო დიდი შანსია რომ შენი პროდუქტი ან სერვისი იყიდოს.

მოკლედ, მგონი დეტალურად აგიხსენი, თუ რატომ უნდა გამოიყენო Facebook Pixel. ხოდა, ჩემი აზრით, ახლა რაც უნდა გააკეთო ის არის, რომ ჩვენი შემდეგი სტატია უნდა წაიკითხო იმაზე, თუ როგორ დააინსტალირო და გამოიყენო, მისი უდიდებულესობა, Facebook Pixel 🤘🏻

მსგავსი სიახლეები