🚀 მსოფლიოს განვითარებას ციფრული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება მოჰყვა. ადრე თუ ტექნოლოგიურ პროცესს ჩვენ ვერ ვხედავდით, ახლა თავად ვმონაწილეობთ მასში.
სმარტფონი📱, ინტერნეტი💻 და ციფრული ტექნოლოგიის უამრავი პროდუქტი უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა და მოსალოდნელია, რომ ადამიანთა ჩართულობა ამ კუთხით კიდევ უფრო გაიზრდება.
მათ შორის შეიცვალა პროფესიების სპეციფიკაც. ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი კავდება ისეთი საქმით, რომელიც ციფრულ ტექნოლოგიებს პირდაპირ უკავშირდება. სწორედ ასეთია Motion Design.
ვინ არის Motion Design-ის სპეციალისტი?
Motion დიზაინერი არის ადამიანი, რომელიც მოძრავ გრაფიკას ამუშავებს და სხვადასხვა, ჩვენთვის ნაცნობ ადგილას ანთავსებს. ასეთ ადგილებში შედის ფილმები🎬, ვიდეოები🎞, ანიმაციები, აპლიკაციები, რეკლამები და ა.შ.
Motion დიზაინის გამოჩენამდე, ყველაფერი ერთფეროვანი და უძრავი იყო, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. თუ ადრე საიტზე შესვლისას რეკლამა ძალიან ჩვეულებრივ წარწერას და დიზაინს მოიცავდა, ახლა, საიტზე არსებული რეკლამა არის მულტიფუნქციური, სხვადასხვა გამოსახულებების მოძრაობით რეკლამის კეთება სხვა დონეზე გადავიდა. მომხმარებლისთვის მოძრავი რეკლამა უფრო სასიამოვნო საყურებელი და მარტივი აღსაქმელია.
რა თქმა უნდა, მხოლოდ რეკლამას არ შეეხო Motion დიზაინი და ასევე მისი წყალობით დღეს გვაქვს ანიმაციები და უფრო სანახაობრივი ფილმები. ამ ვიდეოს არსებობაც Motion დიზაინის დამსახურებაა 👇
Motion დიზაინი და გრაფიკული დიზაინი ერთმანეთთან კავშირშია?
უხეშად რომ ვთქვათ, გრაფიკული დიზაინი Motion-ის წინაპარია. გრაფიკული დიზაინი უმნიშვნელოვანესია დღევანდელ ციფრულ სამყაროში, მაგრამ Motion მისი გაუმჯობესებული ვერსიაა. მოძრავი ტექსტები, ანიმაციები და ყველა დეტალის “ამოძრავება” ყველაფრის უფრო რეალურად წარმოაჩენს.
საქართველოში Motion დიზაინი მოთხოვნადია?
🌍 როგორც უცხოურ, ასევე ქართულ ბაზარზე Motion დიზაინი ძალიან მოთხოვნადია. განსხვავება ის არის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ბევრი Motion დიზაინერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე არსებულ ძალიან დიდ მოთხოვნას, საკმაოდ ცოტა Motion დიზაინერი ეჭიდება. საკმაოდ ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ Motion დიზაინი მათ არ სჭირდებოდათ, მაგრამ წლების წინ ასე ფიქრობდნენ გრაფიკულ დიზაინერებზეც, ქოფირაითერზეც და ყველა იმ პროფესიის წარმომადგენელზე, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ მოთხოვნადი გახადა. ნელ-ნელა ყველა კომპანია ხვდება, რომ რეკლამა მოძრავი უფრო ყურებადია, ანიმაცია უფრო მარტივი აღსაქმელია და ფილმს აუცილებლად სჭირდება მოძრავი ეფექტებით გამართვა. შესაბამისად, დღეს საქართველოში ნამდვილად არის Motion დიზაინერების ნაკლებობა, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ ✌
Motion დიზაინის სწავლა რთულია?
ადვილი ნამდვილად არ არის ამ ყველაფრის ათვისება. ნიჭზე მეტად ის მონდომებას და საკუთარ თავზე მუშაობას მოითხოვს. თუმცა სადაც მონდომება, საოცარი ლექტორი და ჩვენი ციფრული ავტობუსის თქვენზე მორგებული კურსია, იქ, რა თქმა უნდა, შეუძლებელი არაფერი არ არის 👌
დაბალანსებული სამუშაო პროცესის საიდუმლო თანამედროვე სამყაროში