fbpx




17 სექტემბერი 6 წუთში წასაკითხი

რა არის SEO

🚀 21-ე საუკუნეში უამრავი ცვლილების მომსწრენი ვართ. იცვლება ყველაფერი და მათ შორის ბიზნესის კეთების პროცესიც. ის, რაც 10 და 20 წლის წინ ეფექტური იყო, ახლა ეფექტური აღარ არის. შესაბამისად, ტექნოლოგიებთან და სიახლეებთან ადაპტაცია აუცილებელი კომპონენტია იმისთვის, რომ ბიზნესი განვითარდეს და ამ უზარმაზარ კონკურენციაში გადარჩეს.

ცვლილებები შეეხო მარკეტინგსაც. ძველი მარკეტინგული საშუალებები უკვე ძალიან მოძველდა და მთავარი ამბავი ციფრული მარკეტინგი გახდა. ქოფირაითინგი, SEO, სოც.მედიის მართვა – ეს ყველაფერი არის დღეს მარკეტერების დღის წესრიგი და თუ გინდა რომ მათ არ ჩამორჩე, მაშინ ჩვენს ბლოგს ადევნე თვალი 🤘🏻


რა არის SEO? 💻



SEO არის ციფრული მარკეტინგის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელიც, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, უკვე მრავალი წელია გამოიყენება. Search Engine Optimization, ანუ საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია არის საშუალება, რომ მომხმარებლის მიერ ინფორმაციის მოძიებისას პირველი შენ შეხვდე.

მარტივი კითხვით დავიწყოთ: როცა რამეს გუგლავ, რომელ ლინკს ხსნი ხოლმე? სავარაუდოდ პირველს, ან მეორეს, ნუ გამონაკლის შემთხვევებში მესამეც შეიძლება გახსნა, მაგრამ, როგორც წესი პირველ გვერდს არ გაცდები ხოლმე. ამას სტატისტიკაც გვაჩვენებს, რომლის მიხედვითაც, Google-ის და Bing-ის საძიებო სისტემებში პირველ ვებ-საიტზე გადადის მომხმარებლის 42%, მეორეზე 11%, ხოლო მესამეზე 8%. ამ სტატისტიკის შემდეგ ბევრი მსჯელობა აღარ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ საძიებო სისტემებში მაღალ პოზიციაზე ყოფნა გადამწყვეტი ფაქტორია რომ მომხმარებელი შენს საიტზე შემოვიდეს.

SEO სწორედ ამას აკეთებს: შენს საიტს ისე “აწყობს”, რომ Google-მა მას უკეთესი პოზიცია მიანიჭოს და შენი ვებ-საიტი რეკლამირების გარეშე, უფასოდ, პირველი გახდეს 🏆


როგორ მუშაობს SEO?

Google-ის, Yahoo!-ს, Bing-ის და სხვა საძიებო სისტემების გამოყენებისას, ნებისმიერი სიტყვის ჩაწერა საკმარისია,რომ მილიონობით ლინკი შემოგთავაზოს. არ აქვს მნიშვნელობა “როგორ გამოვიყენოთ ლეღვის ნახარში”-ს “გუგლავ”, თუ მარწყვის ტორტის რეცეპტს. გიფიქრია რა პრინციპით ეძებს ამ ლინკებს საძიებო სისტემა?

Google (ან ნებისმიერი სხვა საძიებო სისტემა) აგროვებს ყველა სახის ინფორმაციას, რაც შეიძლება იყოს რელევანტური შენს მიერ მოძიებული სიტყვებისთვის. ამ უზარმაზარი ინფორმაციის დახარისხება კი ამ ფაქტორების საშუალებით ხდება 👇🏻

აქ უნდა იყოს ის ვიზუალი

ამ ვიზუალის საშუალებით უკვე გაიგებდი რას აკეთებს SE, ანუ Search Engine. ახლა O-ს, ანუ Optimization-ის ჯერი დადგა. ეს არის საჭირო კონტენტისა და ტექსტის შერჩევის პროცესი, რომელიც საიტის მაღალ პოზიციაზე გამოჩენას უზრუნველყოფს. ყველაფერი, რასაც საიტზე ხედავ უნდა შეარჩიო SEO-ს გათვალისწინებით, მათ შორის სტატიის სათაური, სტატიაში გამოყენებული სიტყვები, საიტის ჩონჩხი და ა.შ. აქ უკვე SEO სპეციალისტის და ქოფირაითერის ძალები ერთიანდება, რათა მთელი საიტის კონტენტი ისე მოამზადონ, რომ SEO-მეგობრული ვებ-გვერდი ააწყო.


რამდენად მნიშვნელოვანია SEO?


Google-ში რომ პირველი გამოჩნდე ამისთვის თანხის გადახდაც საკმარისია – შეგიძლია რეკლამაში გადაიხადო ფული და ასე გამოაჩინო შენი ვებ-საიტი. მაგრამ როგორ წარმოგიდგენია, რომ ამაში მუდმივად ფულს იხდიდე? ცხადია, ეს ხარჯებს ძალიან გაგიზრდიდა. აი SEO კი უფასოდ გაძლევს იგივე შედეგს: მიყვები საჭირო ინსტრუქციებს და შენს საიტზე ხალხი რეკლამის გარეშეც შემოდის, რაც შენს საბოლოო მიზანს ემსახურება: ტრაფიკის ზრდას 📈

საბოლოოდ ის შემიძლია გითხრა, რომ SEO ძალიან მნიშვნელოვანია ვებ-გვერდის წარმატების გზაზე. მის გასამართად კი SEO სპეციალისტებს უხმობენ, რომლებიც ძალიან მოთხოვნადები არიან, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარზე.

თუ შენც გინდა ასეთ მოთხოვნად პროფესიას დაეუფლო, მაშინ

მსგავსი სიახლეები

აპრილი 11, 2021
კომენტარი

ადაპტაცია IOS 14-თან

10 წუთში წასაკითხი
ვერ მიიღე შენთვის საინტერესო ინფორმაცია?
არ გამოგრჩეს დაგვიტოვე საკონტაქტო ინფორმაცია და მიიღე ნებისმიერ კითხვაზე პასუხი!
ვერ მიიღე შენთვის საინტერესო ინფორმაცია?
არ გამოგრჩეს დაგვიტოვე საკონტაქტო ინფორმაცია და მიიღე ნებისმიერ კითხვაზე პასუხი!