24 თებერვალი 4 წუთში წასაკითხი

რატომ არის სოციალური მედია უმნიშვნელოვანესი?

21-ე საუკუნეში ერთმანეთთან კომუნიკაცია ძალიან გამარტივდა. საუკუნის დასაწყისში მობილური ტელეფონების 📱 ფართოდ გავრცელება დაიწყო და ასევე იქმნებოდა სოციალური ქსელები. სწორედ იმ დროს, 2004 წელს შეიქმნა Facebook, შემდეგ უკვე Twitter, Youtube და დღეს უკვე ძალიან ბევრი ცნობილი სოციალური მედიაა ბაზარზე, რომელსაც მილიარდობით მომხმარებელი ჰყავს.

სოციალური მედიის ფართოდ გამოყენებას ორმა ფაქტორმა შეუწყო ხელი👉 სმარტფონების📱 ხელმისაწვდომობამ და მსოფლიოს🌍 ყველა წერტილში ინტერნეტის გავრცელებამ. შედეგად, ერთმანეთთან კომუნიკაცია გახდა ძალიან მარტივი და კომფორტული.

სოციალური მედია მხოლოდ ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებაა?

ალბათ ვერც მარკ ცუკერბერგი ვერ წარმოიდგენდა 2004 წელს იმას, თუ რამდენად დიდ მასშტაბებზე შეეძლო გასვლა მის “The Facebook”-ს. მან პლატფორმა შექმნა, როგორც ერთმანეთთან კომუნიკაციის მარტივი საშუალება და ერთმანეთისთვის ამბების გაზიარების წყარო, მაგრამ ფეისბუქმა და სოციალურმა მედიამ სრულიად შეცვალა ბიზნესის კეთების პროცესი და სრულიად შეცვალა მარკეტინგი. ყველა ბიზნესი მალევე გადაეწყო სოციალურ ქსელებზე, რადგან ეს მათ უამრავ ბენეფიტს აძლევთ 👇

✅ სოციალურ ქსელებში რეკლამა არის ბევრად უფრო იაფი, ვიდრე ქალაქის სარეკლამო ბანერებით აჭრელება ან ტელევიზიაში 20 წამიანი რეკლამის გაკეთება 💰

✅ სოციალურ ქსელებში კომპანიას საშუალება აქვს რეკლამა ისე გააკეთოს, რომ კონკრეტულ აუდიტორიას მიმართოს. მაგალითად, თუ სურთ, რომ მხოლოდ ქალებმა ნახონ რეკლამა, ან მხოლოდ 25-დან 40 წლამდე ადამიანებმა, ამ ყველაფრის საშუალებაც აქვთ 👌

✅ მხოლოდ ფეისბუქს 2.8 მილიარდი ადამიანი იყენებს. სოციალური ქსელებით კომპანიებს საშუალება აქვთ უზარმაზარი რაოდენობის მომხმარებელს ელაპარაკონ.

✅ სოციალური ქსელით ბრენდს შეუძლია მომხმარებელს პირადად ელაპარაკოს, მომხმარებელს კი კითხვის დასასმელად ნომრის მოძიება ან მაღაზიაში მისვლა არ უწევს.

ეს მხოლოდ მცირეა იმ უამრავი დადებითისგან, რაც სოციალურმა ქსელებმა მოუტანა ბიზნესს. ახლა ბიზნესის დასაწყებად ფეისბუქ ან ინსტაგრამ გვერდის შექმნაც საკმარისია და საერთოდ არ არის აუცილებელი, რომ კომერციული ფართი იქირაოთ, ყოველთვიურად უამრავი ხარჯი გაიღოთ და ისე დაიწყოთ ბიზნესი.

შესაბამისად, სოციალური ქსელები კომუნიკაციის საშუალებიდან ბიზნესის კეთების საუკეთესო გზად გადაიქცა. როგორც დიდი, ასევე პატარა კომპანიები მიჯაჭვულნი არიან სოციალურ ქსელებზე და ის წარმოადგენს მათი კომპანიის უზარმაზარ ნაწილს.

სოციალური მედია

სოც.მედია მენეჯერი რას აკეთებს?

ბევრს ჰგონია, რომ სოციალური მედიის მართვას არ ცოდნა სჭირდება და არც გამოცდილება. სინამდვილეში, როგორც ყველაფერს, მათ შორის სოციალური მედიის მართვასაც სჭირდება ცოდნა, თუ შედეგის მიღწევაა პრიორიტეტული და არა უბრალოდ რეკლამებში ფულის ფლანგვა.

სწორედ სოც.მედია მენეჯერმა უნდა განსაზღვროს სამიზნე აუდიტორია, ანუ ადამიანთა ის კატეგორია, რომელზეც უნდა გააკეთოს კომპანიამ აქცენტი და შესაბამისად რეკლამაც. ასევე მისი საქმეა სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ფოტოებისა თუ ვიდეოების განთავსება. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს შეგიმჩნევიათ ზოგი გვერდის განსაკუთრებულად საინტერესო ფოტოები და ვიდეოები, თუნდაც მიმები. ყველაფერი ეს მომხმარებელთან საუბარია და როგორც სხვა პროფესიებს, მასაც ცოდნა და გამოცდილება სჭირდება.

რამდენად მოთხოვნადი პროფესიაა სოც.მედია მენეჯერობა?

ყოველწლიურად იზრდება სოციალური ქსელების მომხმარებელთა რაოდენობა. უკვე არსებული კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობას უკვე დაწყებული აქვს მომხმარებელთან კომუნიკაცია ფეისბუქის, ინსტაგრამის ან რომელიმე სხვა პლატფორმის საშუალებით. ის კომპანიები, რომლებიც ჯერ არ არიან ჩართულნი ამ საქმეში, მალე ჩაერთვებიან, რადგან მათ ასეთი კონკურენციის პირობებში სხვა გზა უბრალოდ არ ექნებათ. ასევე, ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც დაიწყებს ფუნქციონირებას აუცილებლად შექმნის სოციალური ქსელის ანგარიშსაც. ასე რომ, უკვე არსებულ ბაზარზეც კი დიდია მოთხოვნა და მითუმეტეს თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბაზარი მზარდია და ყოველ წელს კიდევ უფრო მეტი კომპანია ერთვება სოციალურ მედიაში მივალთ მხოლოდ ერთ დასკვნამდე: სოც.მედია მენეჯერის პოზიცია დღეს ძალიან მოთხოვნადია, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში 👌

სოციალური მედიის მართვა რთულია?

სოციალური მედიის მართვის სწავლა ყოველთვის შეიძლება. არ იფიქროთ, რომ თუ აქამდე ფეისბუქთან, ინსტაგრამთან და ტიკტოკთან ცუდი ურთიერთობა გქონდათ ახლა ვერ ისწავლით რამეს.

სოციალური მედიის მართვა არ არის რთული, მით უმეტეს მაშინ, როცა ჩვენს ციფრულ აკადემიაში გაივლით კურსს და ჩვენი ლექტორები გასწავლიან სოციალური ქსელების ლაბირინთიდან გამოსასვლელ მოკლე გზებს 🚀✌

მსგავსი სიახლეები

სექტემბერი 17, 2021
კომენტარი

რა არის SEO

6 წუთში წასაკითხი
მაისი 29, 2021
კომენტარი

რა არის გრაფიკული დიზაინი?

4 წუთში წასაკითხი