fbpx




23 სექტემბერი 4 წუთში წასაკითხი

რატომ უნდა ისწავლონ ბავშვებმა გრაფიკული დიზაინი? 🖌

ბავშვები რომ ყველაფერს ძალიან მარტივად ითვისებენ ეს ახალი ამბავი არ არის. მათ შეუძლიათ, რომ სრულიად უცნობი საკითხი ძალიან მარტივად ისწავლონ და ხანდახან ამას ისე აკეთებენ, რომ ახსნაც კი არ სჭირდებათ. მაგალითად, 4 წლის ბავშვიც კი სმარტფონს ძალიან მარტივად იყენებს და შეიძლება გვეგონოს, რომ უკვე წლებია “ამუღამებს”. არადა, ბევრ უფროსი თაობის წარმომადგენელს, დღემდე ვერ გაუგია რაარის Youtube და Facebook 😆

ბავშვების ამ უნიკალურობისა და უსაზღვრო ენერგიის გამო ყველა მშობელი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი საკითხით დააინტერესონ ისინი და ბევრი რამ ასწავლონ. ამ ყველაფერში, ადრე, ძირითადად სპორტი, მუსიკა, ხატვა და სხვადასხვა აქტივობები შედიოდა. ახლა, როცა ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეში ვცხოვრობთ, ეს აქტივობებიც იცვლება და თუ ადრე ბავშვები ხატვით ინტერესდებოდნენ, ახლა ვირტუალურ სივრცეში ხატვა შეუძლიათ – გრაფიკული დიზაინი მოთხოვნად სფეროსთან ერთად, ბავშვების ახალი გატაცება ხდება 👧🏻

3 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლონ ბავშვებმა გრაფიკული დიზაინი

1. ეს მათ მომავლისთვის მოამზადებს
🚀

ბავშვებისთვის იმის სწავლაა მნიშვნელოვანი, რაც მათ ზრდასრულ ასაკში გამოადგებათ. მაშინ, როცა მსოფლიო ასეთი ტემპებით ვითარდება მათთვის ისეთი უნარების ათვისებაა მნიშვნელოვანი, რაც 10 და 20 წლის შემდეგ იქნება აქტუალური და არა ისეთის, რომელიც უკვე კარგავს მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ უნდა ისწავლონ მათ რობოტექნიკა, კოდირება და ასევე გრაფიკული დიზაინი.

გრაფიკული დიზაინიც ასეთი უნარია – რადგან ყველაფრის გაციფრულება ხდება, გამოსახულებებიც ნელ-ნელა ფურცლიდან ეკრანზე ინაცვლებს და თუ ადრე ყველაფერი, მათ შორის ნახატებიც შეუცვლელი გვეგონა, დღეს უკვე გრაფიკული გამოსახულებებიც იყიდება და თან არც თუ ისე იაფად (ბოლო თვეებში ძალიან აქტუალური გახდა NFT-ს საშუალებით ნამუშევრების გაყიდვა და ზოგიერთი მათგანი რამდენიმე მილიონ დოლარადაც გაიყიდა 💰). მოკლედ რომ ვთქვა, გრაფიკული დიზაინი ერთი შეხედვით ამოწურვადი, თუმცა ძალიან დიდი პოტენციალის მქონე სფეროა 📈

2. გრაფიკული დიზაინის სწავლა მათ უფრო კრეატიულს გახდის

ბავშვების ფანტაზიას საზღვარი რომ არ აქვს ეს ყველამ კარგად ვიცით. მაგრამ, მათ ამ ფანტაზიას შესაბამისი გამოყენება სჭირდება. გრაფიკული დიზაინის სწავლისას ისინი მათ გონებაში გაელვებული იდეების ეკრანზე გადატანას შეძლებენ. მათი მიზანი მუდმივი განვითარება იქნება, რაც მათ კრეატიულობას გაზრდის და კრეატიულობასთან ერთად ბევრ სხვა საჭირო თვისებასაც შეიძენენ – სწავლის პროცესში სირთულებთან გამკლავებაც მოუწევთ, რაც მათ უფრო დამოუკიდებლებს და თავდაჯერებულებს გახდით ✊🏻

3. ბავშვების აღქმა სამყაროს მიმართ შეიცვლება 🌍

თუ გრაფიკული დიზაინი მხოლოდ ფერების შერწყმა გგონია, მაშინ მინდა გითხრა რომ ცდები. გამოსახულებების ერთმანეთთან ჰარმონიაში ყოფნას ბევრი რამ სჭირდება, მათ შორის ფიგურებთან და გეომეტრიასთან მეგობრობაც. ცხადია პითაგორას თეორემა არ იქნება საჭირო, მაგრამ ფიგურების აღქმა, მათი ჩრდილების შექმნა და გამოსახულების სრულყოფა ნამდვილად დაეხმარება ბავშვებს სამყაროს სხვა თვალით დანახვაში.

მიზეზების სია გრძელია, მაგრამ 3 მთავარი მიზეზის შემოთავაზება გადავწყვიტე. ხოდა თუ შენც თვლი, რომ ბავშვისთვის აუცილებელია ისეთი უნარის შეძენა, რომელიც მას დააინტერესებს, განავითარებს და მომავალში გამოადგება, მაშინ დარეგისტრირდი ჩვენს კურსზე, რას ელოდები? 🤘🏻

მსგავსი სიახლეები