🚍 ჩვენს ციფრულ ავტობუსს უკვე ძალიან ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული რომ ყავს ეს ამბავი გეცოდინება. უფრო კონკრეტულად, Digital Bus Academy უკვე 400-მა ადამიანმა დაამთავრა და მათგან 36, ჩვენი რეკომენდაციით დასაქმდა წამყვან ქართულ კომპანიებში.
ამიერიდან ჩვენს ბლოგზე სხვა საინტერესო სტატიებთან ერთად, ჩვენი კურსდამთავრებულების ისტორიებსაც შეხვდები. ისინი მოგიყვებიან საკუთარ თავზე, კურსზე, მათ პროფესიაზე და ყველა შენთვის საინტერესო თემაზე. დღევანდელი ბლოგი სალომე ჯაყელს ეხება, რომელმაც ქოფირაითინგის კურსი 5 თვის წინ დაასრულა და მის გამოცდილებას გაგვიზიარებს 👇🏻
საკუთარ თავზე
გამარჯობა, მე ვარ სალომე ჯაყელი, 22 წლის, ქოფირაითერი. მართალია ბავშვობიდან მიყვარდა წერა, მაგრამ ამ ყველაფრის ჩემს პროფესიად ქცევასა და ქოფირაითერობაზე ძალიან გვიან დავფიქრდი. მიზეზი ძალიან მარტივი იყო: ის, რაც მე უბრალო ჰობად მიმაჩნდა, თურმე ხალხი ამაში ფულს იხდიდა, თანაც საკმაოდ სოლიდურს 💰
✏ პირველი შეხება ქოფირაითინგთან
3 წლის წინ ერთ პატარა ვეიპ შოპში დავიწყე კონსულტანტად მუშაობა. ამ დროს სოც.მედია მენეჯერსაც ეძებდნენ და როცა შესაბამისი კადრი ვერ იპოვეს კონსულტანტებს შემოგვთავაზეს ამ საქმის შეთავსება. ყველასთვის მოულოდნელად, მათ შორის ჩემთვის და ჩემი დამსაქმებლისთვისაც, ეს საქმე იმაზე კარგად გამომივიდა, ვიდრე კონსულტანტობა გამომდიოდა. თანაც, ამ ყველაფრის კეთებისას სიამოვნებას ვიღებდი, რა დროსაც მივხვდი, რომ ქოფირაითერობისთვის უფრო სერიოზულად უნდა შემეხედა.
🚀 Digital Bus Academy
განვითარების საწყის ეტაპზე უცხოური კურსების მოძიება დავიწყე. ზოგი რამ წავიკითხე, ზოგი პროცესში ვისწავლე, მაგრამ საბოლოოდ ბევრი ახალი ინფორმაციის მიღება და არსებულის დალაგება მინდოდა. მარიტას შესახებ ძალიან ბევრი მქონდა გაგებული და ვიფიქრე რომ მასთან კურსის გავლა ჩემი განვითარებისთვის საუკეთესო გზა იქნებოდა. სწორედ მარიტას ფაქტორის გამო მოვხვდი Digital Bus-ში.
კურსის გავლამ მოლოდინებს ნამდვილად გადააჭარბა. გარდა იმისა, რომ ძველი ცოდნა კიდევ უფრო გავიმყარე, ახალ ცოდნასაც დავეუფლე. აქამდე მხოლოდ სოც.მედია ქოფიზე ვაკეთებდი აქცენტს, კურსის გავლის შემდეგ კი უკვე სტატიების და ვებ.საიტის ქოფის წერაც დავიწყე. მარიტას კურსმა უფრო კარგად გამაცნო აუდიტორია და მასწავლა ის, თუ როგორ შევქმნა მკითხველისთვის საინტერესო კონტენტი.
ცვლილებებისთვის და ახალი გამოწვევებისთვის ყოველთვის მზად ვარ და კურსის გავლის შემდეგ ახალ ეტაპზე გადასვლა გადავწყვიტე. ქოფიზე და ბრენდის კონტენტზე მუშაობამ ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭა და საბოლოოდ კარიერის ახალ ეტაპზე გადავედი: ბრენდინგის საერთაშორისო კომპანიას, WeDesign-ს შევუერთდი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გუნდთან ერთად ბევრი ექსპერიმენტის ჩატარების, საკუთარი თავის გამოცდის და რაც მთავარია, შეცდომების დაშვების საშუალება მექნება.
რჩევები დამწყებ ქოფირაითერებს
ძალიან გამოგადგებათ გრამატიკის ცოდნა. არეულ-დარეული წინადადებებით რთულია მკითხველს სათქმელი გააგებინო. ან აქამდე უნდა გესწავლათ, ან პროცესში მოგიწევთ ათვისება.
ბევრი კითხვა ალბათ არის ის, რაც შეიძლება მთავარ იარაღად იქცეს. ყველაფერი, განსაკუთრებით მხატვრული ლიტერატურა, შეიზლება გახდეს ინსპირაციის წყარო წერისას.
მესამე შეიძლება იყოს ბევრი ფიქრი და ალოგიკური კავშირების ლოგიკურად წარმოდგენა. ყველა საგანსა და მოვლენას შორის შეიძლება იყოს კავშირი და მათ შორის ამ უხილავი კავშირების დანახვა ყველაფრის გასაღები შეიძლება აღმოჩნდეს.
და რაც ყველაზე მთავარია – საკუთარი თავის რწმენა. ყველას შეუძლია ქოფირაითერობა, მთავარია მონდომება, საკუთარ თავზე მუშაობა და განვითარების სურვილი 🤘🏻
დაბალანსებული სამუშაო პროცესის საიდუმლო თანამედროვე სამყაროში