fbpx




28 აპრილი 3 წუთში წასაკითხი

როგორი იყო სოციალური ქსელების პირველი პოსტები?

Facebook, Instagram, Youtube და ყველა სოციალური ქსელი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. ბევრი ჩვენგანისთვის რთული წარმოსადგენიც კი არის, თუ როგორი იყო ცხოვრება სოციალური ქსელების გარეშე. რა თქმა უნდა, რთულია ამის წარმოდგენა, როცა უკვე 10 წელზე მეტია მთელი მსოფლიო ამ პლატფორმებზეა დამოკიდებული.

დღეს ჩვენ ვუყურებთ იმას, თუ რამდენად წარმატებული პლატფორმები შექმნეს მათ და ალბათ ბევრი იმასაც ფიქრობს, რომ ასეთივე წარმატების მიღწევა შეუძლებელია. სინამდვილეში სრულიად შესაძლებელაი, რადგან შესაძლოა არც ამ პლატფორმების დამფუძნებლებს არ ეგონათ რომ ასე შორს წავიდოდნენ, როცა ისინი პირველად პოსტავდნენ მათ მიერ შექმნილ ვებ-საიტებზე. ამ სტატიაში სწორედ სოციალური ქსელების პირველ პოსტებზე მოგიყვები 👇🏻

YouTube

პირველი ვიდეო YouTube-ზე 2005 წლის 23 აპრილს აიტვირთა. ვიდეო ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ჯავედ კარიმმა განათავდა და ძალიან მარტივი სათაურიც მოუძებნა: “Me at the zoo” – მე ზოოპარკში 🐘. ვიდეო დღესაც დევს პლატფორმაზე და უკვე 161 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

Twitter

პირველი “ტვიტი” Twitter-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ჯეკ დორსიმ დაწერა 2006 წლის 21 მარტს. “Just setting up my twttr” – Youtube-ს მსგავსად, არც ტვიტერის დამფუძნებელს გამოუჩენია თავი კრეატივით 🤭

სხვათაშორის, ეს ტვიტი, ახლახანს, NFT-ის სახით, 2.9 მილიონ დოლარად გაიყიდა 😮

Facebook

ჩვენ შესაძლოა არ ვიცით ზუსტად რა პოსტი დაიწერა პირველად Facebook-ზე, მაგრამ ვიცით პირველი არადამფუძნებელი, რომელიც დარეგისტრირდა ამ სოციალურ ქსელში. 2004 წელს შექმნილ სოციალურ ქსელში დამფუძნებლების შემდეგ არი ჰაზიტი გაწევრიანდა. ის მარკ ცუკერბერგთან ერთად სწავლობდა ჰარვარდში, თუმცა მარკისგან განსხვავებული გზა აირჩია და ახლა მღდველმსახურია.


Instagram

2010 წლის 16 ივლისს, Instagram-ის CEO-მ და დამფუძნებელმა, კევინ სისტრომმა პირველი ფოტო ატვირთა პლატფორმაზე. ფოტოზე მისი გოლდენ რეტრივერი 🦮 და მეგობარი გოგონას ფეხი ჩანს.

ჯერ-ჯერობით ეს პოსტი არ გაყიდულა, თუმცა ვინ იცის 👀

ალბათ ყველა ჩვენგანის რეაქცია ერთია: როგორ მოახერხეს გოლდენ რეტრივერისა და გოგონას ფეხის ფოტოდან, 1 მილიარდი მომხმარებლის მოზიდვა, ან ზოოპარკში გადაღებული ვიდეოდან, ისეთი პლატფორმის შექმნა, სადაც ყოველ წუთში 300 საათის ხანგრძილობის ვიდეო იტვირთება.

და ბოლოს, რადგან ჩვენი ცხოვრება სოციალურმა ქსელებმა ასე რადიკალურად შეცვალა, ჩვენ მათი გამოყენება უნდა ვისწავლოთ. თუ სოციალური ქსელების საშუალებით უფრო მეტი წარმატების მიღწევა გინდა, მაშინ ჩვენს კურსზე დარეგისტრირებას გირჩევ 💥

რატომ არის სოციალური მედია უმნიშვნელოვანესი?

მსგავსი სიახლეები