fbpx




გიორგი ხმელიძე
ავტორი
გიორგი ხმელიძე
6 აპრილი
1 წუთში წასაკითხი

როგორი უნდა იყოს კარგი Facebook Poster – რჩევები

როგორც უკვე იცი, სოციალური ქსელები გახდა მრავალფეროვანი და მოთხოვნადი. კარგი პოსტერის საშუალებით შეგიძლია გაზარდო ბრენდის ცნობადობა, გაყიდვები და მოიზიდო ხალხი. ზოგადად პოსტერი შეიცავს როგორც ტექსტს, ასევე გრაფიკულ გამოსახულებას. ყველა ადამიანს სხვადასხვა გემოვნება აქვს, აქედან გამომდინარე რაც ყველასთვის გასათვალისწინებელია, პოსტერმა უნდა მიიქციოს მკითხველის ყურადღება და მოიპოვოს ნდობა. ამ თემასთან დაკავშირდებით გაგაცნობ რამდენიმე მარტივ და გამოსადეგ რჩევას

👉 მარტივად აღქმადი                                   

Facebook Poster-ის დიზაინს არ უნდა სჭირდებოდეს ახსნა, ის თავად უნდა საუბრობდეს იდეის შესახებ. ეს დაგეხმარება გახადო პროდუქტი მარტივი და საინტერესო.

☝️ მიზანმიმართული

კარგი პოსტერი ყველა მნახველს ერთ შეტყობინებას უნდა გადასცემდეს და აზრთა სხადასხვაობას არ უნდა იწვევდეს.

👌 შედეგიანი

🚀 პოსტერმა მიზანს რომ მიაღწიოს, მნახველი უნდა დააფიქროს და მოქმედებისკენ უნდა უბიძგოს. მასზე უნდა იყოს ასახული პრობლემის გადაჭრის გზა. გრაფიკული დიზაინის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლია გაეცნო აქ.

როგორც უკვე ავღნიშნე, სოციალური ქსელი ჩვენი ცხოვრების დიდ ნაწილს იკავებს, საიდანაც ვიღებთ უამრავ სასარგებლო, თუ უსარგებლო სიახლეს. თუ გაინტერესებს როგორი იყო სოციალური ქსელების პირველი პოსტები, ვრცლად იხილე ჩვენს გვერდზე.

მსგავსი სიახლეები

აგვისტო 15, 2021
კომენტარი

რატომ უნდა ვასწავლოთ კოდინგი ბავშვებს ?

8 წუთში წასაკითხი