fbpx




24 აპრილი 1 წუთში წასაკითხი

რომელი ონლაინ კურსებია დღეისთვის მნიშვნელოვანი?

ერთი წუთით დაფიქრდი და წარმოიდგინე…ნებისმიერ, შენთვის სასურველ გარემოში ხარ მოკალათებული საყვარელ სასუსნავებთან ერთად და სწავლობ პროფესიებს, რომლებიც ძალიან მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია. 

ალბათ, როგორი რთული იქნებოდა წლების წინ ამის წარმოდგენა, არა? ჩვენს, თანამედროვე სამყაროში კი დისტანციური სწავლება უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა.

დღესდღეობით რომ თანამედროვე პროფესიების არჩევანი ძალიან მრავალფეროვანია, ეს ყველასათვის ნათელია, თუმცა შეგვიძლია, მოგიწყოთ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ონლაინ კურსების მცირე ექსკურსია და ამოირჩიო, რომელ მიმართულებაში წარმოგიდგენია შენი თავი ყველაზე მეტად.

გრაფიკული დიზაინი

რა არის ის, რაც მომენტალურად იპყრობს ჩვენს ყურადღებას თუნდაც სოციალურ ქსელებში? რა თქმა უნდა – ეფექტური ვიზუალი.  

ციფრულ სამყაროში, გრაფიკული დიზაინის როლი შეუფასებელია. მიმზიდველი პოსტები თუ თვალისმომჭრელი რეკლამები მნიშვნელოვნად მოქმედებს ბრენდის წარმატებაზე.

დიზაინის პრინციპების: ფერების ფსიქოლოგიის, ტიპოგრაფიისა და ისეთი ინსტრუმენტების შესწავლა, როგორებიცაა Adobe Photoshop და Illustrator, აუცილებელია მიმზიდველი ვიზუალების შესაქმნელად.

Digital Bus Academy-ის გრაფიკული დიზაინის ონლაინ კურსზე შეგიძლია, 6 კვირაში შეისწავლო ამ პროფესიის ძირითადი პრინციპები, შექმნა ბრენდის იდენტობა და გახადო ის ცნობილი ფართო აუდიტორიისთვის.

გრაფიკული დიზაინის კურსი – Digital Bus • Academy

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი დინამიკური, კრეატიული და მრავალმხრივი სფეროა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ სივრცეების ჩამოყალიბებაში, რომლებშიც ვცხოვრობთ, ვმუშაობთ და ა.შ.

ინტერიერის დიზაინერებს შეუძლიათ დადებითი გავლენა მოახდინონ ჩვენს ყოველდღიურობაზე ლამაზი, სასიამოვნო და კომფორტული ატმოსფეროს შექმნით. წარმატებული პროექტისა და კლიენტების დადებითი ემოციების ხილვა კი ნამდვილად დიდი ბედნიერებაა ნებისმიერ საქმიანობაში.  

დღეისთვის ინტერიერის დიზაინი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიაა. თუ ამ პროფესიის ონლაინ კურსით ხარ დაინტერესებული, შეგვიძლია, გითხრათ, რომ Digital Bus Academy ერთადერთი აკადემიაა, რომელშიც ერთად ისწავლება ძირითადი სამუშაო და სარენდერო პროგრამები: არქიკადი, 3D მაქსი, ვირეი და კორონა.

ინტერიერის დიზაინის კურსი – დიზაინის შესწავლა (digitalbus.ge)

 ქოფირაითინგი

„გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“.

აბა, სიტყვის ძალაზე მეტი რაღა შეიძლება დავამატოთ? სწორად შერჩეულ სიტყვებს სამყაროს შეცვლა შეუძლიაო და რა გასაკვირია, რომ პროდუქტისა თუ მომსახურების გაყიდვაშიც უდიდეს როლს ასრულებს?

ქოფირაითინგი ის პროფესიაა, რომელიც გულისხმობს მარკეტინგული, გაყიდვებზე ორიენტირებული ტექსტების წერას. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროფესიაა მთელ მსოფლიოში, რომლის საშუალებითაც შეგიძლია, დასაქმდე, როგორც მარკეტინგულ სააგენტოში, ისე – ფრინალსერად.

თუ ფიქრობ, რომ წერა შენი ძლიერი მხარეა და გსურს, აქციო ის პროფესიად, შემოგვიერთდი Digital Bus Academy-ში და ისწავლე ქოფირაითინგი საუკეთესო ტრენერ, მარიტა ფილაურთან!

ქოფირაითინგის კურსი ონლაინ – Digital Bus • Academy

 ედვერთაიზინგი და ანალიტიკა

ერთხელ მაინც აუცილებლად გექნებოდა ასეთი შემთხვევა – ზიხარ, ფიქრობ რომ რაღაცის შეძენა გინდა, იწყებ მოძებნას და უცებ…voila! სასურველი პროდუქტის რეკლამა თავისით მოდის შენთან.

დღევანდელ სამყაროში, გამორჩეული რეკლამა ეხმარება ბრენდს სათანადო აუდიტორიის ყურადღება მიქცევაში.

თუმცა თეორიული ცოდნა ერთია და პრაქტიკა – მეორე. შესაბამისი დავალებების შესრულების გარეშე, დაგვეთანხმები, რომ  შეუძლებელია ნებისმიერი პროფესიის საფუძვლიანად შესწავლა.

Digital Bus Academy-ში ედვერთაიზინგისა და ანალიტიკის ონლაინ კურსზე შენ შეძლებ, ისწავლო არა მხოლოდ ციფრული მარკეტინგის უმნიშვნელოვანესი პრინციპები, არამედ დაეუფლო ისეთ სარეკლამო და ანალიტიკის ინსტრუმენტებს, რომელთა საშუალებითაც, დაგეგმავ ეფექტურ ციფრულ სარეკლამო კამპანიებს ყველაზე ცნობილ სოციალურ მედია არხებსა და საძიებო სისტემაში. 

Advertising & Analytics – Digital Bus • Academy 

ეს ონლაინ კურსების არასრული ჩამონათვალია. თუ მეტის გაგება გსურს, ჩვენს გვერდზე გეპატიჟებით – დაათვალიერე ყველა კურსი, იქნებ ახალი პროფესიის შესწავლის დროა შენს ცხოვრებაში?

მსგავსი სიახლეები